შალვა პაპუაშვილი – დღეს, ჩვენ ვხედავდით ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ, ყვირილით ჩაახშონ საღი აზრი, ეს ზუსტად ის ორგანიზაციები არიან, ვინც უარს ამბობენ საკუთარი ფინანსების გასაჯაროებაზე

შარშან ჩვენ, ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას დაგვპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება საქართველოში იქნებოდა გამჭვირვალე და მოგვატყუეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.­
მისი თქმით, არიან სპეციფიკური დონორები, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარი დაფინანსების გასაჯაროებაზე.
„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან სპეციფიკური დონორები, რომლებიც უარს ამბობენ გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე მქონდა კომუნიკაცია ხანდახან პირდაპირ დონორთან, ხანდახან სხვადასხვა სახელმწიფოსა და დიპლომატიური წარმომადგენლების მეშვეობით, მაგრამ არის აბსოლუტურად ყრუ კედელი. არ აპირებენ ეს ორგანიზაციები, რომ ქართულ საზოგადოებას გაუმხილონ, რაში ხარჯავენ საქართველოში ფულს. ეს არის ფაქტი და ეს არის დღეს რა რეაქციასაც ვხედავთ ზოგიერთი ორგანიზაციისგან, რომლებიც ზუსტად ამ ფონდებისგან ფინანსდებიან. დღეს ვისაც ვხედავდით ჩვენ, ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ყვირილით ჩაახშონ საღი აზრი, არიან ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ ფონდებიდან ფინანსდებიან, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარი ფინანსების გასაჯაროებაზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ