შალვა პაპუაშვილი: დღეს ოპოზიციაში არის არაფორმალურად შექმნილი სტრუქტურები ყალბი ორგანიზაციების სახით, რომლითაც …

დღეს ოპოზიციაში არის არაფორმალურად შექმნილი სტრუქტურები ყალბი ორგანიზაციების სახით, რომლითაც ისინი ხელფასს იღებენ სხვა ქვეყნებიდან
არის ქვეყნები, რომლებსაც დაწესებული აქვთ ს მიმართ სანქციები და მათი ინტერესია, რომ საქართველომაც დაუწესოს სანქციები რუსეთს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჩვენი ხალხის ინტერესში არ შედის. მოკლედ რომ ვთქვა, სანქციების დაწესება უდრის სამხედრო კონფლიქტის რისკს და ეკონომიკურ კატასტროფას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დღეს ოპოზიციაში არის არაფორმალურად შექმნილი სტრუქტურები ყალბი ორგანიზაციების სახით, რომლითაც ისინი ხელფასს იღებენ სხვა ქვეყნებიდან.
„არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს, მიუხედავად იმისა, ეს რუსეთიდან იქნება, ევროპიდან თუ ამერიკიდან. ეს არის სუვერენიტეტის არსი – შიდა პოლიტიკაში სხვა ქვეყნები არ ერევიან“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პარტნიორებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უცხოური პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი საარჩევნო გარემოს წინაპირობად

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი გავრცელდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და “აირჩიე ევროპა” გამოიჭირა “ანტიკორუფციულმა ბიურომ”, იმ ორგანიზაციამ, რომლის შექმნასაც ევროსაბჭო ითხოვდა საქართველოსგან – ითხოვდნენ და მიიღეს