– დღეს ნათლად ვხედავთ, რას ვებრძვით და რისთვის ვიღვწით – ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი, არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი, რომლის ქადაგებასაც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან

17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო დაყოფის, შუღლის გაღვივების და ერის გახლეჩის დღედ, რომლისთვისაც ნავთის მისხმა არ ეზარებოდა არაერთ გარე თუ შიდა ავანტიურისტს – დღეს ნათლად ვხედავთ თუ რას ვებრძვით, რისთვის ვიღვწით და რა გვსურს ჩვენი აწმყოსა და მომავლისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით “ფეისბუქზე” წერს.
მისი თქმით, საქართველო არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი, „რომლის ქადაგებასაც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან“.
„ეშმაკი ყოფს, ღმერთი კი ამთლიანებს. 17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო დაყოფის, შუღლის გაღვივების და ერის გახლეჩის დღედ, რომლისთვისაც ნავთის მისხმა არ ეზარებოდა არაერთ გარე თუ შიდა ავანტიურისტს.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით ეს დღე იქცა ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ.
დღევანდელ დღეს ნათლად ვხედავთ თუ რას ვებრძვით, რისთვის ვიღვწით და რა გვსურს ჩვენი აწმყოსა და მომავლისთვის. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი, არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი, რომლის ქადაგებასაც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან.
ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!“,- წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით