– დღეს ისტორიის ძალიან სამწუხარო მომენტის მოწმენი ვართ, როდესაც ბრიუსელი აშკარად შორდება ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს

დღეს ისტორიის ძალიან სამწუხარო მომენტის მოწმენი ვართ, როდესაც ბრიუსელი აშკარად შორდება ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ს განცხადებით, ბრიუსელის მხრიდან არის მცდელობები, რომ საქართველოს მთავრობა იდეოლოგიური და პოლიტიკური დიქტატის ქვეშ მოაქციოს.
მისივე თქმით, ბრიუსელი ცდილობს აიძულოს საქართველო, რუსეთთან უფრო ღრმა კონფლიქტში შევიდეს საკუთარი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ფასად.
„წარმოდგენილი ანგარიშით ბრიუსელი საქართველოს ეთნიკური ეპითეტის გამოყენებით აბრალებს სიცრუეს, რომ ეწევა „რუსულ დეზინფორმაციას“, ხოლო დუმს სიმართლეზე საპარლამენტო არჩევნებში მისი ელჩების ჩარევის შესახებ, „ენჯეოებისა“ და დეზინფორმატორი მედიების პოლიტიკური დღის წესრიგით დაფინანსების შესახებ, ევროკავშირის ფულით ზიზღის და სიძულვილის ენის წახალისებაზე.
ცრუობს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესახებ, რომელსაც მოქმედი ოპოზიციონერების მიმართ ანგარიშსწორების ინსტრუმენტად მოიხსენიებს და არ ამბობს სიმართლეს კომისიის მიზნების შესახებ, რითაც კიდევ ერთხელ დგება სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარეს და ამით დასცინის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს.
ცრუობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შესახებ, როდესაც დასავლური ანალოგებიდან სიტყვასიტყვით ნათარგმნ დოკუმენტს ფუნდამენტური უფლებების დარღვევად წარმოაჩენს და არაფერს ამბობს სიმართლეზე, რომ ევროკავშირის ფული რადიკალიზმის და დეზინფორმაციის დასაფინანსებლად გამოიყენება. არაფერს ამბობს იმიტომ, რომ საკუთარ სქემებზე მოუწევს საუბარი.
დღეს ისტორიის ძალიან სამწუხარო მომენტის მოწმენი ვართ, როდესაც ბრიუსელი აშკარად შორდება ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს. ბრიუსელი შორდება თავის დანაპირებსა და საფუძვლებს, რომ დაიცვას ის ევროპული ღირებულებები, რომელთა განსამტკიცებლად იგი თავდაპირველად შეიქმნა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველის ნაცვლად, ჩვენ ხელში შეგვრჩა იდეოლოგიზებული ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც ცდილობს გააჩუმოს კრიტიკოსები და გააუქმოს ოპონენტები, თანაც ისე, რომ ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას მისაღებად მიიჩნევს.
საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა განსაკუთრებით გამოჩნდა 2022 წლის ზაფხულში, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აშკარად იყო, და არის, მოლდოვასა და ზე წინ, ევროკავშირთან ინტეგრაციის ყველა ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით. ხელის გულზე დევს, რომ ამ უსამართლობის მიზანი საქართველოში არეულობის გამოწვევა იყო.
მას შემდეგ, დემოკრატიის, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური პასუხისმგებლობის, მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის ნაცვლად, ვხედავთ ბრიუსელის მცდელობებს, საქართველოს მთავრობა იდეოლოგიური და პოლიტიკური დიქტატის ქვეშ მოაქციოს. ეს დიქტატი არა მხოლოდ იდეოლოგიურია, არამედ პოლიტიკურად მართული და მოტივირებულია კომისიისა და ევროპარლამენტის ზოგიერთი ფრაქციის მიერ. უფრო მეტიც, ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ევროპოლიტიკოსი, თავიანთ ვიწრო გეოპოლიტიკურ ნარატივებსა და ინტერესებს პედალირებს, რათა აიძულოს საქართველო, რუსეთთან უფრო ღრმა კონფლიქტში შევიდეს, საკუთარი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ფასად. ეს ყველაფერი კეთდება იმის მიუხედავად, რომ ყველაზე ძვირფასი ევროპული იდეალი უნდა იყოს მშვიდობა და კონფლიქტის გადაჭრა, და არა ომისა და კონფლიქტის დათესვა და გაღვივება.
ღირებულებებში უკუსვლა აშკარაა იმაშიც, რასაც ბრიუსელი აკეთებს საქართველოში, როდესაც მხარს უჭერს ჯგუფებს, რომლებიც ხელს უწყობენ სიძულვილის ენას შერიგების ნაცვლად; პოლარიზაციას კონსენსუსის ნაცვლად; ძალადობას დიალოგის ნაცვლად:
ამ ნაბიჯებს შორისაა ლეგიტიმური და დემოკრატიული ს უარყოფა, თანაც ნულოვანი მტკიცებულებით და არჩევნებზე დაკვირვების ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის, ეუთო/ოდირის ანგარიშების ფეხქვეშ გათელვით, რამაც 2020 წლიდან სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა.
ასეთი მიუღებელი ნაბიჯია ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში, თითქოსდა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით, მაგრამ, რეალურად რადიკალური, ძალადობრივი ოპოზიციის მხარდაჭერის მიზნით, რომლის დიდი ნაწილიც წარმოიშვა სააკაშვილის რეპრესიული, დიქტატორული რეჟიმიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.