შალვა პაპუაშვილი – დღესაც ვხედავთ, რომ არის სურვილი, შეგვიზღუდონ ჩვენი ხალხის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლება, გვიკარნახონ, საით უნდა წავიდეთ და როგორ განვვითარდეთ, მოგვახვიონ საკუთარი დღის წესრიგი

დღესაც ვხედავთ, რომ არის სურვილი, შეგვიზღუდონ ჩვენი ხალხის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლება, გვიკარნახონ, საით უნდა წავიდეთ და როგორ განვვითარდეთ, მოგვახვიონ საკუთარი დღის წესრიგი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის ერთჯერადი აქტი.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე ჩვენია, ყველა ქართველი პატრიოტის, ვისაც ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, ამ ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა მთავარ მიზნად მიაჩნია. ჩვენი ათასწლეულობით გამოვლილი ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ გვქონია მომენტები, როდესაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გვიწევდა. ბოლოს 34 წლის წინ მოგვიწია, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა აღგვედგინა, თუმცა, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის ერთჯერადი აქტი. დღესაც ვხედავთ, რომ არის სურვილი, შეგვიზღუდონ ჩვენი ხალხის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლება, გვიკარნახონ საით უნდა წავიდეთ და როგორ განვვითარდეთ, მოგვახვიონ საკუთარი დღის წესრიგი. ამიტომ, ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს თითოეულმა ქართველმა პატრიოტმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ ჩვენი უდიდესი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ქართველ პატრიოტს ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც გვახსენებს, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური შრომის შედეგი“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით