შალვა პაპუაშვილი – დღემდე ვხედავთ, როგორ ცდილობენ გაათეთრონ „ნაცმოძრაობის“ ყვავივით შავი პოლიტიკოსები – დღემდე ხელს აფარებენ მათი უცხოელი მფარველები, რათა არ შეეხოთ მართლმსაჯულება

2012 წელს ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ იდეოლოგიას, რასაც „ნაცობა“ ჰქვია. ამას მაშინ და დღემდე ხელს აფარებენ მათი უცხოელი მფარველები, რათა არ შეეხოთ მართლმსაჯულების ხელი-დღემდე ვხედავთ როგორ ცდილობენ გაათეთრონ ეს ყვავივით შავი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები, რათა რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მისცენ, – ამის შესახებ პარლამენტის თამჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ნაცობა“ არის როგორც იდეოლოგია და „ერთი გრამი ძალაუფლება რომ მისცე ამ ხალხს, ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან“.
„თავის დროზე, 2012 წელს ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ იდეოლოგიას, რასაც „ნაცობა“ ჰქვია. ამას მაშინ და დღემდე ხელს აფარებენ მათი უცხოელი მფარველები, რათა არ შეეხოთ მართლმსაჯულების ხელი. ვნახეთ, რომ რამდენიმე ათეული მაღალჩინოსანი – პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები გასამართლებულები იქნენ, თუმცა დღემდე ვხედავთ, როგორ ცდილობენ გაათეთრონ ეს ყვავივით შავი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები, რათა რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მისცენ. ასეთი დღეები გვახსენებს, ვისთან გვაქვს საქმე. ეს იდეოლოგიაა, არ არის დაკავშირებული დროსა და პარტიასთან, „ნაცობა“ არის როგორც იდეოლოგია, ყველა ამ იდეოლოგიის ქვეშაა, ისეთი ჯგუფია, ვინც ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი. ერთი გრამი ძალაუფლება რომ მისცე ამ ხალხს, ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან, ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება კედელთან მიაყენებენ, როგორც 7 ნოემბერს მოუწყვეს ქართველ ხალხს ეგზეკუცია. ეს ხალხი გაფანტულია, ზოგი პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორში. ვხედავთ, სოციალურ ქსელში მათი ბოღმის ამოხეთქავს, ერთი სული აქვთ ხელში ცოტა ძალაუფლება მიეცეთ და გადაუვლიან საქართველოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.