შალვა პაპუაშვილი – დღემდე განმარტება არ გაუკეთებია აშშ-ის საელჩოს, რა თანხაზეა საუბარი – საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ბიუჯეტით, ჩვენ არ ვართ უცხო სახელმწიფოების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა

უპირველეს ყოვლისა, დღემდე განმარტება არ გაუკეთებია -ის საელჩოს, რა თანხაზეა საერთოდ საუბარი – საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ბიუჯეტით, ჩვენ არ ვართ უცხო სახელმწიფოების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის შეჩერებულ 95 მილიონის დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის განმარტებით, აღნიშნული თანხა არ დევს საქართველოს ბიუჯეტში და დღემდე გაუგებარია, კონკრეტულად რა თანხაა ეს, რომლის მიწოდებასაც შეერთებული შტატები წყვეტს.
„მე წარმოდგენა არ მაქვს რა თანხაა ეს. ეს ბიუჯეტის თანხა არ არის, ნამდვილად ეს თანხა ბიუჯეტში არ მიდიოდა, ასე რომ, არ ვიცი საერთოდ რა თანხაზეა საუბარი. საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ქმნის. ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა. ჩვენს საზოგადოებას რომ უნერგავენ ამის შეგრძნებას, რომ სადღაც ვიღაცამ შეწყვიტა დაფინანსება და ახლა ეს რაღაც კატასტროფაა – ჩვენ არ ვართ უცხო სახელმწიფოების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა. ბიუჯეტთან საერთოდ კავშირი არ აქვს ამ თანხას, მე რამდენად ვიცი და ბიუჯეტში, რომელიც დამტკიცებული აქვს საქართველოს პარლამენტს, ასეთი თანხა არ არსებობდა. მე რამდენადაც ვაკვირდები, დღემდე განმარტება არ გაკეთებულა, რა თანხაა საერთოდ ეს, რას ეხებოდა. სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების წინაშე, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვქმნით დოვლათს და ბიუჯეტს ვავსებთ მოქალაქეები და სახელმწიფო სწორედ ამ ბიუჯეტით ზრუნავს ყველა იმ წინსვლაზე, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს. თუკი უცხო ქვეყანას უნდა, რომ ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს, მისასალმებელია და ყოველთვის, პირიქით, მადლიერები ვართ ნებისმიერი გვერდში დგომისთვის, თუმცა ბოლო პერიოდი ისეთი აღქმა რჩება, რომ ვიღაცას მეგობრობა ზეწოლის ინსტრუმენტი ჰგონია. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი მიდგომა, მათ შორის, როცა ვნახეთ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც ჩვენ გადავარჩინეთ ევროკავშირის მისია ცენტრალურ აფრიკაში, ამის შემდეგ კიდევ ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არის საკვირველი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ს განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.
ენტონი ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”