შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრ სთან და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან ერთად ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის გახსნას დაესწრო.
ბაკურციხე-წნორის ახალი გზა საერთაშორისო საგზაო მარშრუტის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ასფალტბეტონის 2-ზოლიანი საფარით, სადაც საქართველოში პირველად გამოყენებულია ენერგოეფექტური მზის პანელები.
ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 87.8 მილიონი შეადგინა.
ბაკურციხე-წნორის 18-კილომეტრიანი გზის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ