შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, კომიტეტის წარმომადგენელი, ქართველ ხალხს მაიდანიზაციისკენ მოუწოდებდა, ამის შემდეგ დეზინფორმაცია არის ის პატარა ბოროტება, რომელიც შეიძლება ჩვენ ვნახოთ – დეზინფორმაციები, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოებიდან“ მოდის, შესაბამისად ეს გახლავთ ამ დონორების პასუხისმგებლობა, რომ ქართველ ხალხს ტვინს დეზინფორმაციით ურევენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვერც პრეზიდენტის სარჩელი და ვერც პრეზიდენტის მიერ პირველი სხდომის არ ჩანიშვნა, პარლამენტის პირველ სხდომის გახსნასა და უფლებამოსილების ცნობას ვერ შეაფერხებს.
„ოპოზიცია, რომ ყველა რადიკალურ ნაბიჯს გადადგამს ეს ჩვენ ვიცით. მათი ლეგიტიმაცია პარლამენტს არ სჭირდება, წერტილი. პარლამენტს ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი აძლევს და ამომრჩეველი. ეს ლეგიტიმაცია 26 ოქტომბერს შედგა, როდესაც ორ მილიონზე მეტი ადამიანი მოვიდა საარჩევნო უბნებზე და მილიონ ას ოციათასმა ადამიანმა მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა. მორჩა, ლეგიტიმაციის საკითხი გარკვეულია.
საია-ს განცხადება ვნახე, რომელიც კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს, რომ თითქოს პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ ცნობს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის სარჩელიდან გამომდინარე, ეს არის ტყუილი. უცხოური დაფინანსებით მოქმედი „ენჯეოები“ სხვადასხვა ფლანგიდან მოქმედებენ. ჩვენ ვნახეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელიც აცხადებს, რომ თითქოს პრეზიდენტის მხრიდან, სხდომის დღის არ ჩანიშვნა პარლამენტის შეკრების საკითხს აფერხებს, ამას ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, რომელიც შვედეთიდან ფინანსდება. თქვენ ნახეთ შვედეთის საელჩოს პასუხი, და მათ თქვეს, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და არ ერევიან. ამით ვნახეთ, რომ შვედეთის ხელისუფლება მისი ფულით დეზინფორმაციის გავრცელებას ეგუება, ანუ არც კი ინტერესდება ეს ფული ტყუილში იხარჯება თუ სიმართლეში, ამავე დროს ყველას ომი აქვს გამოცხადებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და გამოვიდა, რომ შვედეთის ხელისუფლება აფინანსებს დეზინფორმაციას. არის კონკრეტული მაგალითი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომლის მიზანი საზოგადოების დაბნევაა და მათში პროტესტის გამოწვევა, რომ თითქოს 25 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილის მოწვევის გარეშე არ შეიძლება სხდომის გამართვა, რაც ტყუილია.
ეს ხომ იციან? ამაზე რატომ არ აკეთებენ განმარტებას? რატომ არ ეუბნებიან საკუთარ დაფინანსებულ ორგანიზაციას, რომ უარყოს ის დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს? შესაბამისად, ის ხელს უწყობს შვედეთის მოქალაქეების ფულით დეზინფორმაციის გავრცელებას. რა გასაკვირია ეს, როცა შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, კომიტეტის წარმომადგენელი, ქართველ ხალხს მაიდანიზაციისკენ მოუწოდებდა, ამის შემდეგ დეზინფორმაცია არის ის პატარა ბოროტება, რომელიც შეიძლება ჩვენ ვნახოთ.
ახლა უკვე საიაა ჩართული, რომ თითქოს პრეზიდენტის მიერ გასაჩივრება უფლებამოსილების ცნობას აფერხებს, რაც ასევე დეზინფორმაციაა. საია-ს აფინანსებს ევროკავშირი, რომელიც ასე აკვირდება არჩევნებს, ჩვენ ვნახეთ საია-სა და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ შემთხვევაში, როგორ იყვნენ ისინი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულნი, იურისტთა ასოციაციამ საკუთარი რეპუტაცია გაანადგურა და სინამდვილეში აჩვენა, რომ ისინი საკუთარ სახელსაც აღარ შეესაბამებიან და ვურჩევდი, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ასოციაცია მაინც დაირქვან, რადგან მათ არანაირი კავშირი მიუკერძოებელ იურისპრუდენციასთან აღარ აქვთ. ორივე დეზინფორმაცია, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოებიდან“ მოდის, შესაბამისად, ეს გახლავთ ამ დონორებს პასუხისმგებლობა, რომ ქართველ ხალხს ტვინს დეზინფორმაციით ურევენ, რომელიც მათი ფულით საქართველოში ვრცელდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.