შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

პარლამენტის თავმჯდომარე , თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და პარლამენტის წევრები 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული დან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. პარლამენტის წევრებმა დაღუპულთა ოჯახების წევრებს მიუსამძიმრეს.
სამოქალაქო პანაშვიდზე პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები პრემიერ-მინისტრ სთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.
16 იდენტიფიცირებული პირიდან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა. 4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ