შალვა პაპუაშვილი – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციონერები ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოვლენ, რასაც ეტყვიან ისე მოიქცევიან – ეტყვიან, იქნებ შემოვიდნენ პარლამენტში, რომ შიგნით ჰყავდეთ ბუნტისთავები და ისტერიის მომწყობები

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციონერები ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოვლენ, რასაც ეტყვიან ისე მოიქცევიან – ეტყვიან, იქნებ შემოვიდნენ პარლამენტში, რომ შიგნით ჰყავდეთ ბუნტისთავები და ისტერიის მომწყობები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას მე-10 მოწვევის პარლამენტში შფოთვის და ისტერიისა გარდა, არაფერი მოუწყვიათ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქნებიან თუ არა ისინი საკანონმდებლო ორგანოში.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიცია იქნება თუ არა პარლამენტში. ეს გვასწავლა ჩვენ მათ, შორის მე-10 მოწევის პარლამენტმა, რომელშიც ისინი გვიან შემოვიდნენ, მაგრამ მათ შემოსვლა-არშემოსვლას პარლამენტისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. გარდა შფოთვისა და ისტერიისა პარლამენტში არაფერი მოუწყვიათ, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის, პარლამენტისთვის და პარლამენტის ფუნქციონირებისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მეორე მხრივ, მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, შემოვლენ. ამ მოწვევის პარლამენტითაც ეგ გვასწავლეს. შემოვიდნენ კი არა, 2021 წლის დეკემბერში გვეხვეწებოდნენ, რომ ის დაკარგული ხელფასები, რაც ჰქონდათ არშემოსვლის გამო, აღგვედგინა. დეკემბრის ბოლო რიცხვებში სპეციალურად შეიკრიბა ჯერ ხაზინართა საბჭო, შემდეგ სპეციალურად შევიკრიბეთ ბიურო, რომ ეს მათი მსუყე თანხები რაღაცნაირად მიეღოთ და ჩარიცხოდათ თავის ანგარიშებზე. ასე რომ ეს ხალხი, რა თქმა უნდა, შემოვა, იმიტომ, რომ მათ არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ. მეორე – მათ რასაც ეტყვიან ისე მოიქცევიან. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ასე ეტყვიან, რომ იქნება შემოვიდნენ პარლამენტში, რომ შიგნით ჰყავდეთ ბუნტისთავები და ისტერიის მომწყობები,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია