შალვა პაპუაშვილი – დამკვირვებლად რეგისტრირებულ „ენჯეოებში“ აღმოვაჩინეთ, რომ 36% პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან, ორგანიზაციების 16% პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

ჩვენ გვქონდა ბრიფინგი, სადაც, უკვე დამკვირვებლად რეგისტრირებულ „ენჯეოებში“ აღმოვაჩინეთ, რომ 36% ამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, პირდაპირ არიან დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ორგანიზაციების დამფუძნებლები ან წამყვანი თანამდებობის პირები ან ოპოზიციის აქტივისტები ან ოპოზიციური პარტიების შემომწირველები არიან. ორგანიზაციების 16% კი პირდაპირ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ.
„ამ ორგანიზაციებში ან ოპოზიციის პარტიის პარტიის აქტივისტები, ლიდერები არიან დამფუძნებლები და წამყვანი პირები, ან ოპოზიციის შემომწირველები არიან. ანუ, პირდაპირ დასტურდება, რომ ეს 36% არის დაკავშირებული ოპოზიციასთან. 16% არის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ანუ, არჩევნებში მონაწილე ერთი პარტიის წინააღმდეგ არიან ჩართული კამპანიაში, რაც ჯამში გვაძლევს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 52%-ს, რომლებიც არიან მიკერძოებული და რა თქმა უნდა, მათგან მოსალოდნელი არ არის, რომ რაიმე ობიექტური დასკვნა იქნება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა