გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე: იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია

შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე: იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია
რაზეც ისაუბრა გენერალურმა პროკურორმა ერთ საინტერესო დეტალზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
ჟურნალისტებმა მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.
„როდესაც ხელისუფლება საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამას ვგულისხმობთ კიდეც. სამართალდამცავი უწყებები მომართულნი არიან იმისკენ, რომ პოლიტიკურ თანამდებობას მნიშვნელობა არ ჰქონდეს. პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქმედებენ ძალიან აქტიურად იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა შესაძლო კორუფციული ფაქტი. გენერალურმა პროკურორმა დეტალურად ისაუბრა იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილია, შესაბამისად, შინაარსობრივ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაზეც ისაუბრა გენერალურმა პროკურორმა ერთ საინტერესო დეტალზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია. მე ამაზე დავფიქრდებოდი, თუ რასთან გვქონდა საქმე. როგორც ჩანს, პროპაგანდისტული მედიაც შეთანხმებული იყო ასეთ დროს იმისთვის, რომ შესაბამისი მედია გაშუქება ჰქონოდა, ან არ ჰქონოდა რაღაც საკითხებს. იმედია უფრო მეტ დეტალს გავიგებთ ამასთან დაკავშირებით. როდესაც დაბრუნდა პოლიტიკაში და აირჩიეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ, თუ გაიხსენებთ მის გამოსვლას, პარტიის ყრილობაზე აქცენტები, რომელიც მან დასვა, მათ შორის ეხებოდა კორუფციის საკითხებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.