შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – ჩამოყალიბებული კრიმინალი და თაღლითია

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განაცხადებით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი კრიმინალი და თაღლითია.
შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მორიგი სამართლებრივი საქმის „მტკვარი ჰესის“ წარმოებასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ბაჩიაშვილის მოზღვავებული კრიმინალური ენერგია აქვს.
„გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დამდგარია განაჩენი სხვა საქმეებთან დაკავშირებით და დადასტურებულია, რომ ადამიანს აქვს მოზღვავებული კრიმინალური ენერგია. მათ შორის, როგორც თავად აღიარებს, ის საქართველოდან გაიპარა. საიდუმლო სამსახურის აგენტის დონზე სცადა მანქანის ნომრები შეეცვალა, დაიმალა საბარგულში და ა.შ ადამიანი ჩამოყალიბებული კრიმინალი და თაღლითია. საჯარო პროცესები იმიტომაც არსებობს, რომ როდესაც ადამიანი მხილებულია თაღლითობაში, მისი სიტყვა აღარ დაეჯერება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია