შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – ვნახეთ, ადამიანს როგორი კრიმინალური ენერგია ჰქონია – ასე ცივსისხლიანად დაგეგმავდა იმ ადამიანის ღალატს და ზურგში დანის ჩარტყმას, რომელმაც კაცად აქცია და გზაზე დააყენა

ვნახეთ, ადამიანს როგორი კრიმინალური ენერგია ჰქონია – ასე ცივსისხლიანად დაგეგმავდა იმ ადამიანის ღალატს და ზურგში დანის ჩარტყმას, რომელმაც, როგორც იტყვიან, კაცად აქცია და გზაზე დააყენა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბაჩიაშვილის საქმე „ოპოზიციის არიფობის მხილებაა, რადგან ოპოზიციამ ჩაიხუტა ჩვეულებრივი კრიმინალი ადამიანი“.
„კაცური და მამაცური საზღვრის კვეთა რა არის. გასაგებია, საზღვარს რომ კვეთს ადამიანი, ასე დამცირებულად აკეთებს… ლიტერატურაშიც ასეა აღწერილი, ჯერ კიდევ „ყვარყვარეს“ დროიდან ვიცით ეს ამბები, შემდეგ სააკაშვილმა გაიმეორა ეს ყველაფერი და ახლა ბაჩიაშვილი ვნახეთ. ეს ერთადერთი რამის მაგალითია, თუ რამხელა კრიმინალური ენერგია ჰქონია ამ ადამიანს. ამდენი ხანი გეგმავდა. ვინმეს ეჭვი ეპარება მის კრიმინალობაში სხვა საქმეებთან დაკავშირებით?! ვნახეთ, ადამიანს როგორი კრიმინალური ენერგია ჰქონია. გაირკვა, რომ მანქანა აყიდინა, თავად გადააკეთა. ასეთი გეგმები რომ ჩამოაყალიბა, ამით საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცა ჩვენება სხვა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, რომ კი, რა თქმა უნდა, იზამდა იმას, რასაც პროკურატურა ედავება.
ასე ცივსისხლიანად დაგეგმავდა იმ ადამიანის ღალატს, ზურგში დანის ჩარტყმას და მოტყუებას, რომელმაც, როგორც იტყვიან, კაცად აქცია და გზაზე დააყენა. სადაც ასეთი კრიმინალური ენერგია აქვს ამ ადამიანს, იზამდა.
კიდევ ერთი მხილებაა ჩვენი ოპოზიციის არიფობის. იცით, რომ გმირად გამოაცხადეს ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ს მოქალაქეა. თავად რომ ჰკითხოთ, გაკარება არ უნდათ, რაც „რ“ ზე იწყება არაფერი მოსწონთ, აღიზიანებთ და რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა [გიორგი ბაჩიაშვილი]. ოპოზიციას რომ აფინანსებდა და ამით ამაყობდა, იმ დროს გეგმავდა კრიმინალს. მას გადაეხვია აქციაზე, თუ ასე შემდეგ, ოპოზიციამ ჩაიხუტა ჩვეულებრივი კრიმინალი ადამიანი. „ბაჩიაშვილები“ და „კეზერაშვილები“ ყველა საზოგადოებაში იქნებიან, კარგია, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ და ბევრი დეტალი გავიგეთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ს განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მართლმსაჯულების ხელი გიორგი ბაჩიაშვილს მიწვდება იქ, სადაც არის.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი მართლმსაჯულების ხელი მიწვდება მას სადაც არის. როგორც სააკაშვილს მოუწია ციხეში ჯდომა, ასე გაატარებს ციხეში“.
ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანები, გამოიყენა“.