„იმედის” წამყვანის შეკითხვა: რას პასუხობს ხელისუფლება იმ ხალხს, ვინც ქუჩაში დგას და არ წარმოადგენენ პარტიულ აქტივს, ვთანხმდებით ალბათ იმაზე, რომ ნაწილი შეიძლება გულწრფელად იყოს გაბრაზებული ხელისუფლებაზე…
პაპუაშვილი: ჩვენ ვხედავთ ოპოზიციას, მოქალაქეთა ჯგუფს მათი მხარდამჭერებისა, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან საარჩევნო შედეგით. ჩვენ ვნახეთ 27 ოქტომბერს ადამიანები, რომლებიც დეპრესიაში იყვნენ ჩავარდნილნი, იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის დემოკრატია – რომ თურმე ხალხის გადასაწყვეტი ყოფილა ხელისუფლებაში ვინ უნდა იყოს და რომ ეს არ არის მათი facebook-ბაბლის გადასაწყვეტი, იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა ეს მათთვის, რომ ლამის დეპრესიულ მდგომარეობაში იყვნენ.
…ხომ ამბობენ, რომ ჩვენი ხმა წაგვართვეს და ჩვენი ხმა დავკარგეთო, ვის მისცეს ხმა რატომ არ ამბობენ? რატომ მალავენ ამას, მოქალაქეთა ის ჯგუფი, რომელიც ხან სხვადასხვა ქვეყნის დროშებით გამოდის, ხან როგორ და ხან როგორ. თქვან, ვის მისცეს ხმა.
… გვითხრას თითოეულმა ადამიანმა, ცნობადმა თუ არაცნობადმა სახემ – ვის მისცეს ხმა. ლელოს? – ეს არის მათი მორალური სახე და ღირებულება?!…თქვან, ვინ არის „ქართულ ოცნებაზე” უკეთესი არჩევანი საქართველოსთვის. „ლელო”? თაღლითების პარტია… „ნაციონალური მოძრაობა”? ესაა მათი არჩევანი? მიხეილ სააკაშვილია მათი არჩევანი? ნიკა მელიაა მათი არჩევანი თუ ნიკა გვარამია? თუ გახარია, რომელსაც თავის გუნდი მიატოვა და უღალატა….
ჩაატარონ მარში და თქვან, „ლელოს“ მხარდამჭერები ვართო და თქვან ღიად.
როგორც კი იტყვიან, რომ თურმე მათ მამუკა ხაზარაძეს მისცეს ხმა, მიხეილ სააკაშვილს მისცეს ხმა, რომ თურმე მათ ნიკა გვარამიას მისცეს ხმა, მერე აღმოჩნდება საბოლო ჯამში თუ სად არის მათი მორალური კომპასი.
…თუ უნდათ facebook-ზე დაწერონ ყველა ამ სოცმედია-ბაბლში გაჭედილმა ხალხმა, თუ უნდათ აქციაზე გამოვიდნენ და იქ თქვან – ვინ არის მათი რჩეული პარტია, ერთი დაგვანახონ”, – განაცხადა პაპუაშვილმა „იმედის” ეთერში.
დამაზუსტებელ რეპლიკაზე, რომ აქციის მონაწილეთა თქმით, მათ ხმა მისცეს ხელისუფლების წინააღმდეგ და ახლა აქციაზე დგანან იმიტომ, რომ იცავენ ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ამაზე პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ – „საბაბების ძიებას ყველა შეეშვას”.