გვეუბნებოდნენ, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორიც, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ გავუშვებდით საზღვარგარეთ, დაიკეტებოდა გზა ევროკავშირისკენ. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, თუ ხელისუფლება იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებში, რომელიც ევროპელი ხალხია, მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ იქნება ღია, ხოლო თუ ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მაშინ ევროპის გზაც დაიკეტება და ამ ქვეყანას რა ბედი ეწევა, არავინ იცის.
„ჩვენ თუ გავაკეთებთ იმას, რაც კარგი იქნება ქართველი ხალხისთვის, რომელიც არის ევროპელი ხალხი, ჩვენი გზა ევროპისკენ იქნება ღია. ჩვენ თუ გავაკეთებთ იმას, რაც არის ცუდი ქართველი ხალხისთვის, რომელიც არის ევროპელი ხალხი, ჩვენი გზა ევროპისკენ დაიხურება. გვეუბნებოდნენ, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორიც, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ გავუშვებდით საზღვარგარეთ, დაიკეტებოდა გზა ევროკავშირისკენ. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.
მეორე – გვეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავუწესებთ რუსეთს სანქციებს და ზოგი ამას დღესაც გვეუბნება, დახურულ კარს მიღმა ამაზე კიდევ მიდის მსჯელობა. რადიკალური ოპოზიციაც კი შეთანხმდა იმაზე, რომ სანქციების დაწესება ნიშნავს საქართველოს ინტერესების ღალატს, სამხედრო დაპირისპირების რისკს და ეკონომიკურ კოლაფსს. ზოგიერთი გვეუბნებოდა, რომ ეს არის ევროკავშირისკენ შემდგომი წინსვლის წინაპირობა. არ დავაწესეთ – კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ამიტომ, „ამბობენ“ ერთია, მაგრამ ჩვენ თუ ვიმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესებში, რომელიც არის ევროპელი ხალხი, მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ იქნება ღია, ხოლო თუ ხალხის ინტერესების წინააღმდეგ ვიმოქმედებთ, მაშინ ევროპის გზაც დაიკეტება და ამ ქვეყანას რა ბედი ეწევა, არავინ იცის. სააკაშვილი რომ გაგვეშვა, სანქციები რომ დაგვეწესებინა, რა იტრიალებდა დღეს თბილისის ქუჩებში, გვიპასუხონ მათ, ვინც ამისკენ მოგვიწოდებდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.