შალვა პაპუაშვილი გვარამიაზე – ვინც იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი და წვლილი შეიტანა წამების სისტემის ჩამოყალიბებაში, ყველა ვალდებულია, საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოსცილდეს

ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება ს რეჟიმის პროპაგანდისტების და ლიდერების აღიარებები. აღიარების სივრცე, არც არსებობს. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ლიდერებმა, უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას.
„ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ლიდერებმა, უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ეს არის მათი პასუხისმგებლობა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. ყველა, ვინც იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი და თავისი წვლილი შეიტანა იმ წამების სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც მაშინ არსებობდა, ყველა ვალდებულია, რომ ჩამოსცილდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას, დაკავდეს თავისი კერძო ცხოვრებით, განავითაროს თავისი სხვა უნარები, რომელიც სურს, მაგრამ მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მიუღებელია, ვინაიდან არიან ადამიანის ღირსების შემლახველი რეჟიმის წარმომადგენლები. მათი რეინკარნაცია არის დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ