– გერმანიის ელჩმა დაადასტურა, რომ ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია და მხოლოდ ემპათიის გამოსახატავად მივიდა – სწორედ ეს არის ადამიანის სიცოცხლის ინსტრუმენტალიზება

გერმანიის ელჩმა, მისი, გუშინდელი, სოლიდარობის აქტის გამართლების მცდელობისას, დაადასტურა, რომ მას, ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია და მხოლოდ ემპათიის გამოსახატავად მივიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
„რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ემპათია, ანუ თანაგრძნობა გამოეხატა ელჩს? შიმშილობის, როგორც პროტესტის ფორმის თუ ამ ფორმით დაყენებული მოთხოვნის მიმართ?
თუ მას ფორმის მიმართ აქვს თანაგრძნობა, ანუ როდესაც ადამიანი საკუთარი თავის დაზიანების მუქარით სხვის იძულებას ცდილობს, ეს მორალური კატასტროფაა. განა მორალურია, მიხვიდე ადამიანთან, რომელსაც საფეთქელზე იარაღის აქვს მიბჯენილი და თანაგრძნობით შემოიფარგლო? სწორედ ეს არის ადამიანის სიცოცხლის ინსტრუმენტალიზება, ანუ მისი სიცოცხლის, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებად წარმოჩენა და არა თვით მიზნად, რაც გერმანიის კონსტიტუციის პირველივე მუხლით დაცული “ადამიანის ღირსების” შელახვაა.
ხოლო, თუ ელჩი შინაარსს თანაუგრძნობს, ანუ ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა. თუმცა, მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობების გათვალისწინებით, ამაში არც არაფერია გასაკვირი.
“ვენის კონვენციის” მიერ დიპლომატებისთვის დაწესებული აკრძალვა, რომ არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში, უპირველეს ყოვლისა, მათსავე დაცვას ემსახურება წინდაუხედავი და მათთვისვე საზიანო ქცევისგან”, – წერს პაპუაშვილი “ფეისბუქზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ