შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე – 800 000 ლარის დაფინანსება აქვთ მიღებული ისე, რომ ერთი დღე არ გაუტარებიათ პარლამენტში – მანდატების შეწყვეტით, პარტიას 6 თვით შეუჩერდება დაფინანსება

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ყველა სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს – მათ არც ერთი წუთი არ გაუტარებიათ პარლამენტის შენობაში, თუმცა დაახლოებით, 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აიღეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიას დაფინანსების მიღება 6 თვით, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან ერთად შეუჩერდებათ.
„გვაქვს პარტიის „საქართველოსთვის“ პარლამენტის 13 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი. საგაზაფხულო სესიაზე ჩატარდა 26 პლენარული სხდომა. მათ 26-ვე არასაპატიო მიზეზით აქვთ გაცდენილი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს იმით, რომ არ ასრულებენ იმ მანდატს, რომელიც მათ მიიღეს არჩევნებში. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ, პარტიას „საქართველოსთვის“ დაახლოებით, 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში. შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიას 6 თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსება,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს კენჭს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ