შალვა პაპუაშვილი – გარედან მართული ძალები ყველა ფლანგიდან ცდილობენ, რომ რამენაირად ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში – დამხობა ის მეთოდია, რომლის გარეშეც ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ

გარედან მართული ძალები ყველა ფლანგიდან ცდილობენ, რომ რამენაირად ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში – დამხობა ის მეთოდია, რომლის გარეშეც ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „მწამებლები და თაღლითები ხალხის დემოკრატიულ მანდატს ვერასდროს მიიღებენ, ამიტომ ღიად აცხადებენ, რომ ძალადობის მეთოდზე გადადიან“.
„გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ ხალხი, რომლებიც ძალადობრივ გადატრიალებაზე ლაპარაკობს, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები არიან – ეს ისე, რომ დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირის ღირებულებები.
გუშინ პირდაპირ მკვლელობით მუქარა იყო. ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლება რომ მისცე, პირდაპირ კედელთან მიაყენებენ მათ, ვინც არ ეთანხმება და როგორც ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებულმა ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა, შუბლში ტყვიას დაახლიან.
ეს ევროკავშირის ხელფასზე მყოფმა ადამიანმა თქვა და პაველ ჰერჩინსკიმ არც კი იკადრა მის მიერ გადახდილი ხელფასით მომუშავე ადამიანი დაეგმო, როცა ამბობს, რომ დეპუტატებს ტყვია შუბლში უნდა დაახალო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი…

პოლონელი ევროპარლამენტარი – ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო სასტიკად სცემენ და აწამებენ – ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო

ნინო ჯღარკავა: 4 წლის წინანდელი ფაქტია, სამივე პოლიციელი დაკავებულია, ასე რომ 2022 წელს სულხან თამაზაშვილი არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე! დაეშვა ფარდა, პკ!