შალვა პაპუაშვილი – გამოვაცხადე ცესკო-ს თავმჯდომარის და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი – მივიღე გადაწყვეტილება, შესარჩევი კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში იყო

დღეს გამოვაცხადე ცესკო-ს თავმჯდომარის და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ, წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით.
შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის შესარჩევი კომისიის კანდიდატებს კომისიის წევრობაზე თანხმობისთვის. ამავე ბრძანების თანახმად, ასევე, განისაზღვრა კანდიდატების შესარჩევი კომისიაც.
,,დღეს გამოვაცხადე ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი.
მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ, წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით.
ამავე ბრძანებით შეიქმნა კანდიდატების შესარჩევი კომისია. მივიღე გადაწყვეტილება, შესარჩევი კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც იყო ცესკოს კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში. მადლობა მინდა ვუთხრა კომისიის წევრებს თანხმობისთვის.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომისიაში ასევე შევიდა პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი.
საკონკურსო პირობები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე” , – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის