შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე – ქართველი ხალხის მიმართ მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „არამეგობრულს “ უწოდებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც დიდი ბრიტანეთი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ანგარიშების გაყინვაზე.
შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ „ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებისთვის ფულის მიცემაზე” და აცხადებს, რომ ამან საზოგადოებაში გააჩინა „ლეგიტიმური ეჭვი, რომ საელჩოს მიზანი, შესაძლოა, არა თვითმმართველობის ს ჩატარებაში ხელის შეწყობა, არამედ არჩევნების საბოტაჟის მიზნის მქონე პირების ფინანსური გაძლიერება ყოფილიყო“.
პაპუაშვილის თქმით, მან საელჩოს მოუწოდა ეჭვების გასაფანტად საზოგადოებისთვის აეხსნა, თუმცა საელჩომ „საზოგადოების კითხვები და წუხილები უპასუხოდ დატოვა“.
„საზოგადოებას შევახსენებ, რომ, სულ რამდენიმე კვირის წინ, დიდი ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებისთვის ფულის მიცემას, კერძოდ, ს პარტიული კედლის გაზეთი “ტაბულასთვის” და “ნაციონალური მოძრაობის” მე-5 ნომრის, გია ჯაფარიძის რადიკალური ორგანიზაცია “მომავლის აკადემიისთვის”.
ორივე შემთხვევაში, დაფინანსების მცდელობის საბაბი იყო, მათ მიერ, თითქოს, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტური მასალის მომზადება და არჩევნებზე დაკვირვება. ეს მაშინ, როცა ორივე სუბიექტის გაცხადებული მიზანი არჩევნების ჩაშლაა.
რა თქმა უნდა, ამან საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური ეჭვი, რომ საელჩოს მიზანი, შესაძლოა, არა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებაში ხელის შეწყობა, არამედ არჩევნების საბოტაჟის მიზნის მქონე პირების ფინანსური გაძლიერება ყოფილიყო.
მე, მაშინ, მოვუწოდე საელჩოს, რომ, ამ საკითხზე ეჭვების გასაფანტად, ყოფილიყო სრულად გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის აეხსნა, თუ როგორ აღმოჩნდა, რომ საელჩო პარტიული, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ცდილობდა და ასევე გაესაჯაროებინა, თუ ვის აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების პერიოდში.
ტრადიციულად, საელჩომ, ქართული საზოგადოების კითხვები და წუხილები უპასუხოდ დატოვა. სანაცვლოდ კი, ქართველი ხალხის მიმართ, მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ”, – წერს პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სავარაუდო საბოტაჟის შესახებ გამოძიების ფარგლებში, საბანკო ანგარიშები გაეყინათ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი მხრიდან არა რაიმე უკანონონო ქმედებაზე რეაგირება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება”.
ამასთან, განცხადებაში საელჩო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, “გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“.