შალვა პაპუაშვილი – ბოლშევიზმი 100 წლის წინაც გარედან შემოვიდა და ახლაც, მისი ახალი ტიპის იმპლანტირება უცხოეთიდან ხდება

ბოლშევიზმი 100 წლის წინაც გარედან შემოვიდა და ახლაც, მისი ახალი ტიპის იმპლანტირება უცხოეთიდან ხდება – ამ პროცესებმა კარგი სამსახური გაუწია საზოგადოებას, რადგან გამოაშკარავდნენ ის ბოლშევიკური ჯგუფები, რომლებიც თითქოს ევროპულ ღირებულებებს ამოფარებულები, სინამდვილეში, ღვარძლს, მტრობას, შუღლს და საზოგადოების გახლეჩას თესავენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ახლა ვიცით ეს ადამიანები და ისიც, თუ რა განზრახვები აქვთ მათ საზოგადოებისთვის“.
„ეს 100 წლის თავზე გამეორებული ბოლშევიზმია. ბოლშევიზმი მაშინაც ჩვენთან გარედან შემოვიდა, საქართველოში უცხოეთიდან იყო იმპლანტირებული. ახლაც, ბოლშევიზმის ახალი ტიპის იმპლანტირება უცხოეთიდან ხდება, რომელიც გულისხმობს – დასახვრეტების სიის შედგენებს, პროსკრიფციებს, სადაც ადამიანი კანონგარეშედ ცხადდება და მის მიმართ ყველანაირი ზომა დაშვებულია. ამ მხრივ ამ პროცესებმა, საბოლოოდ, კარგი სამსახური გაუწია ჩვენს საზოგადოებას იმით, რომ კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა ის ბოლშევიკური ჯგუფები, რომლებიც საზოგადოებაში თითქოს ევროპულ ღირებულებებს ამოფარებულები, სინამდვილეში, თესავენ ღვარძლს, თესავენ მტრობას, შუღლს, გახლეჩას ამ საზოგადოების. ყველა ეს ადამიანი დღეს, უკვე ვიცით სახეზე ვინ არიან და სინამდვილეში რა განზრახვები აქვთ ფართო საზოგადოების მიმართ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს