ბაჩუკი ქარდავას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მეათე მოწვევის პარლამენტის წევრის ბაჩუკი ქარდავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და პარლამენტის სახელით მის ოჯახსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
“საქართველოს პარლამენტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ X მოწვევის პარლამენტის წევრის ბაჩუკი ქარდავას გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს.” – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
პოლიტიკოსი, „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)