შალვა პაპუაშვილი ბანერებთან დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე – ეს ფარისევლობაა – თუკი ჩვენს თვალში ვინმე ბეწვს ეძებს, ჯერ საკუთარ თვალში დირეს ჩახედოს

ეს ფარისევლობაა. თუკი ჩვენს თვალში ვინმე ბეწვს ეძებს, ჯერ საკუთარ თვალში დირეს ჩახედოს, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ხელისუფლების მხარდამჭერ ბანერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ს განცხადება, რომელმაც ბანერებს აღმაშფოთებელი უწოდა. ს განცხადებით, ეს დიპლომატის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევა არის.
„როდესაც სხვები დააპირებენ, რომ ჩვენს თვალში ბეწვი მოძებნონ, ჯერ საკუთარ თვალში მოძებნონ, არის თუ არა დირე. სამწუხაროდ, აი, ეს არის ფარისევლური დამოკიდებულება. ჩვენ არაერთხელ გვქონდა მოწოდება ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ. მაგალითად, მათ შეეძლოთ სამარცხვინოდ შეეფასებინათ პოლონელი ექიმების ვიზიტი საქართველოში, როდესაც ჩვენ ვნახეთ, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოთხოვნით, თხოვნით და რჩევით ჩამოსული ექიმების ჯგუფი, რომლებსაც წინდით გაჰქონდა ფარულად ნიმუში და რაღაც ცუდს ამზადებდა. ეს მაშინ ელჩს სამარცხვინოდ არ შეუფასებია. მან „აღმაშფოთებელი“ არ უწოდა ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სადაც დადებით ჭრილში იყო წარმოჩენილი“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა სამი ტელევიზიის განცხადებაზე, რომლის თანახმად, „შესაძლო ჯარიმების დაკისრების საფრთხის მიუხედავად, ისინი არ აპირებენ ხელი შეუწყონ “ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას” და უარს აცხადებენ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს კანონდარღვევაა.
„ცალსახაა, რომ ეს არის კანონის დარღვევა, მანამდეც ნამსჯელი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც კომუნიკაციების კომისიას, ისე სასამართლოს. ეს არის კანონის ცალსახა დარღვევა. ამიტომაც არის, რომ არც ტელევიზიების განცხადებაში და არც ყალბი ადგილობრივი დამკვირვებლების განცხადებაში, რომლებიც კანონდარღვევას მხარს უჭერენ, არსად მითითებული არ არის, რომ კანონი ირღვევა. ერთადერთი საფუძველი რაც მოყვანილი აქვთ, არის ევროკავშირის ელჩის განცხადება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ უცხოელები უნდა მოერიდონ განსაკუთრებით ახლა, არჩევნებამდე 3 კვირით ადრე აქტიურ მონაწილეობას შიდა დისკუსიებში, ვინაიდან ეს გავლენს ახდენს, მათ შორის ზოგიერთი აქტორის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ხანდახან ფინანსურად დამოკიდებული არიან ამა თუ იმ უცხოელ აქტორზე. როცა ვსაუბრობთ ადგილობრივ დამკვირვებლებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათი უმეტესობა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება, რა თქმა უნდა, ისინი აჰყვებიან იმ განცხადებას, რომელსაც ევროკავშირის ელჩი აკეთებს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა და 27 წევრი სახელმწიფოს პოზიტიური გადაწყვეტილება, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა

განათლების სამინისტრო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ სკოლებში შესულ შეტყობინებაზე – სკოლებმა პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს – მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ