შალვა პაპუაშვილი – აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის დროსაც, როცა ადამიანების წამებამ სასტიკი სახე მიიღო, განადგურდა თავისუფალი მედია – ჩვენ არ გვახსოვს არამცთუ სანქცია, კრიტიკული პოზიციაც კი

აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის ბოლო წლებშიც, როდესაც ადამიანების წამებამ სასტიკი სახე მიიღო, განადგურდა თავისუფალი მედია და ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო სისტემის ნაწილად იქცა. ჩვენ არ გვახსოვს არამცთუ სანქცია, არამედ მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, სწორედ ამ ფაქტორების გამო ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია.
„დღეს დილით ვნახეთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც წააგო. მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო
პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები. როგორც ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. არ შეიძლება დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთ რამეს გულისხმობდეს, და მეორე შემთხვევაში სხვას.
ამერიკის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის ბოლო წლებშიც, როდესაც ადამიანების წამებამ განსაკუთრებით სასტიკი სახე მიიღო, ფაქტობრივად განადგურდა თავისუფალი მედია და ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო სისტემის ნაწილად იქცა. ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი არამცთუ სანქცია, არამედ მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი. ამ ფაქტორების გამო ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

Reuters – გაერო-ს უშიშროების საბჭომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კონფლიქტის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს