მე არ მითქვამს, რომ [კელი დეგნანი] ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდა. მე გითხარით, რომ სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებდა და არჩევას, ბნელ მხარეს ვიქნებოდით, თუ ნათელ მხარეს – [დეგნანის მხრიდან მაგიდაზე მუშტებით ბრახუნზე] გადატანითი მნიშვნელობით ვთქვი, ჩემს კაბინეტში მე მუშტებს ვერავინ მიბრახუნებს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩ კელი დეგნანთან დაკავშირებით განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ყოფილი დიპლომატი საქართველოს მოუწოდებდა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, კელი დეგნანის ამ განცხადების თაობაზე საქმის კურსში ჩააყენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი.
„მე არ მითქვამს, რომ [კელი დეგნანი] ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდა – მეთქი, მე გითხარით, რომ სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებდა და არჩევას, ბნელ მხარეს ვიქნებოდით, თუ ნათელ მხარეს. ესკალაცია არ არის სანქციის დაწესება? კი არ გპასუხობთ, ამაზე ვრცელი პოსტი მაქვს დაწერილი. სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მრჩეველი ო'ბრაიენი რომ იყო ჩამოსული, მასთან და მაშინდელ ელჩ დანიგანთან ერთად, მასაც მოვუყევი ეს ამბავი. საყვედურად ვუთხარი, რომ როგორ წარმოგიდგენიათ, 28 თებერვალს 4 დღის დაწყებულია ომი და კიევს არის მიმდგარი რუსეთის არმია, ამერიკის ელჩი მოდის ჩემთან კაბინეტში და ნაცვლად იმისა, რომ [ეთქვა] ქართველები, ახლა ზედმეტად თავს ნუ გამოიჩენთ, ახალი პრობლემა, ახალი ესკალაციის კერა აქ არ შექმნათ, აგერ რუსეთის ჯარი ახლოს არის, რამე არ მოხდეს რომ მერე თქვენც არ იყოთ ცალკე საშველები, ამის ნაცვლად, მოვიდა და პირველი სიტყვები იყო ის, რომ – რა ხდება, შეშფოთებულია ვაშინგტონი, აირჩიეთ ახლა, ნათელ მხარეს ხართ, თუ ბნელ მხარეს, რატომ არ აწესებთ სანქციებს? დააწესეთ სანქციები“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განმარტა, მან ერთ-ერთ ინტერვიუში გადატანითი მნიშვნელობით თქვა, რომ „აშშ-ს ელჩი მუშტებს უბრახუნებდა მაგიდაზე“. პაპუაშვილის თქმით, ეს ამგვარად იმიტომ, თქვა, რომ მკაცრი ტონი აღეწერა.
„ხო, ეს გადატანითი მნიშვნელობითაა, ჩემს კაბინეტში მე მუშტებს ვერავინ მიბრახუნებს. (მუშტების ბრახუნზე ასე) იმისთვის ვთქვი, რომ აღმეწერა მკაცრი ტონი. უნდა აგვერჩია, ახლა ნათელ მხარეს ვიქნებოდით, თუ ბნელ მხარეს. რაც არ უნდა მეთქვა, ვუხსნიდი ამ გარემოებებს, არანაირი პასუხი არ აინტერესებდა. მთავარი პასუხი აინტერესებდა ის, რომ გვეთქვა, კი, დავაწესებთ სანქციებს.
რა თქმა უნდა, როდესაც დააწესებ სანქციებს ნიშნავს – კი, წავალ ესკალაციაზე რუსეთთან და რუსეთთან ესკალაციას შედეგად, რა მოსდევს ეს მანამდე, 4 დღით ადრე გვქონდა ნანახი უკრაინაში, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და ჩვენ, გამოცდილებით ვიცით, რაც ხდება. ეს ვუთხარი ზუსტად ო' ბარაიენის – ასე უნდა მოიქცეს სტრატეგიული პარტნიორი-მეთქი? ეს იყო ჩემი კითხვა და ამ კითხვაზე მისი ვრცელი პასუხი იყო. ამაზე ვრცელი პოსტი მაქვს დაწერილი და ჩახედეთ. ჩემ კითხვაზე, რომ ასე უნდა იქცეოდეს თუ არა [ელჩი], საერთოდ, რა იყო ეს და მაშინ რომ დაგვეჯერებინა თქვენი ელჩისთვის-მეთქი, წავსულიყავით სანქციებზე და ესკალაციაზე, დღეს ვისი ტანკი იდგებოდა გარეთ, არავინ იცის-მეთქი. ეს ვუთხარი (ო'ბრაიენს) და ამაზე პასუხი იყო მისგან ის, რომ ნუ, ცოტათი ალბათ გადავაჭარბეთო. მაშინ ელჩებს დავალება ჰქონდათ, რომ მიდით, ყველამ სანქციები დააწესეთო და ალბათ, ცოტა შეგვეშალა, თქვენი სპეციფიკური მდგომარეობა რომ ოკუპირებულია თქვენი ქვეყნის ტერიტორიები იმ ქვეყნის მხრიდან, რომელმაც ახლა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი დაიწყო, ეს სპეციფიკა, სამწუხაროდ, ვერ გავითვალისწინეთო. და, ჩემი პასუხიც ეს იყო – ხდება ხოლმე, არის შეცდომები, უბრალოდ, ამ შეცდომებზე… იქ რომ ყოფილიყო „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“ და სხვათა წარმომადგენლები…“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




