შალვა პაპუაშვილი – არასამთავრობოები და ოპოზიცია გვეუბნებოდნენ, ბომბების ცეცხლი გვირჩევნია, სირცხვილით წვას, რომ რუსეთთან ესკალაციას არ ვახდენთო – რა ტიპის ქვეყანა ვიქნებოდით, ვისი ტანკი იდგებოდა, ვისი ტყვია გაისვრიდა, აღარავის ეცოდინებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მოწოდებებისთვის რომ დაეჯერებინა, საქართველოში ეკონომიკური კოლაფსი და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება იქნებოდა.
პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან -ის პრეზიდენტის ს ბოლო განცხადებები შეაფასა.
პაპუაშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ არათუ თავიდან აირიდა ომი და ეკონომიკური კოლაფსი, არამედ დღეს „საქართველო ლიდერია ეკონომიკური განვითარების ტემპით“.
„ერთი რამ ვიცით ჩვენს მაგალითზე, რად გვინდა ამაზე მსჯელობა თეორიების სახით. ჩვენს მაგალითზე ვიცით, რისკენ მოგვიწოდებდნენ ზუსტად 3 წლის წინ, ამ დღეებში და ამას რა შედეგი ექნებოდა. მოგიწოდებდნენ ესკალაციისკენ, სანქციებისკენ, ცის ჩაკეტვისკენ, საზღვრების დაკეტვისკენ. ამის ბოლოში რომ იყო გარანტირებულად საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი და უმაღლესი ალბათობით, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება, ამას დიდი გეოპოლიტიკის ცოდნა არ უნდოდა. გავიხსენოთ ვინ, როგორ იქცეოდა. გავიხსენოთ, რას აკეთებდა ოპოზიცია. ნახევარი აეროპორტში იდგა და უკრაინიდან გამოგზავნილ თვითმფრინავებს ელოდა, მოხალისეები უნდა გავაგზავნოთ აქედან ოფიციალურადო, სახელმწიფოს სახელით. მეორე ნახევარი იდგა აქ, რუსთაველზე. მათთან ერთად იდგნენ არასამთავრობოების წარმომადგენლები და ზუსტად ამ დღეებში ამბობდნენ, ბომბების ცეცხლი გვირჩევნია იმ სირცხვილით წვასო, რომ რუსეთთან ესკალაციას არ ვახდენთო. ამას გვეუბნებოდნენ მაშინ არასამთავრობოები და ოპოზიცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს რომ მათთვის დაეჯერებინა, „ეკონომიკურად ჩამოიშლებოდა და ახლა ომგამოვლილი ქვეყანა იქნებოდა.
„რა ტიპის ქვეყანა ვიქნებოდით, ვისი ტანკი იდგებოდა და ვისი ტყვია გაისვრიდა ამ ქვეყანაში, აღარავის ეცოდინებოდა. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ აჰყვა იმ აჟიოტაჟს, რომელსაც ყოველ ჯერზე ტეხდნენ, ამიტომაც შევძელით არათუ თავიდან აგვერიდებინა ეკონომიკური კოლაფსი, არამედ დღეს ვართ ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება აშშ-უკრაინის ურთიერთობებს, შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ეს ორი ქვეყნის გადასაწყვეტია და საკითხში „თავად გაერკვევიან“.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად