შალვა პაპუაშვილი – არანაირი „თუ“ „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს – ერთადერთი კითხვაა, თუ რამდენად დიდი იქნება ის გამარჯვება, რომელსაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს

არანაირი „თუ“ „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი კითხვაა, თუ რამდენად დიდი იქნება ის გამარჯვება, რომელსაც „ქართული ოცნება“ [არჩევნებში] მოიპოვებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო სარჩევნო სიის შემადგენლობა ეტაპობრივად გამჟღავნდება.
„არანაირი „თუ“ “ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი კითხვაა, თუ რამდენად დიდი იქნება ის გამარჯვება, რომელსაც „ქართული ოცნება“ [არჩევნებში] მოიპოვებს. მნიშვნელოვანია „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა ქართველმა ხალხმა დაანახოს ყველას, შიგნითაც და გარეთაც, რომ ქართველი ხალხი დგას იმ პოლიტიკის უკან, რასაც ჰქვია მშვიდობის პოლიტიკა, რასაც ჰქვია კეთილდღეობისა და ღირსების პოლიტიკა, რომ ქართველი ხალხი უარს ეუბნება უცხოელი აქტორების მიერ, ოპოზიციის მეშვეობით, ქართველებისთვის თავსმოხვეულ იდეებს. ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ საკუთარ ინტერესებზე, ჩამოკიდებულები უნდა ვიყოთ იმაზე, რა ბრიფინგი ჩატარდება რომელიმე დედაქალაქში და რა ინსტრუქციას მიიღებს ესა თუ ის ოპოზიცია.
რაც შეეხება მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობას როგორი საპარლამენტო თუ სხვა სახის კონფიგურაცია ექნება, ეს, რა თქმა უნდა, არის მომავალი პარლამენტის საკითხი. პირველი ეტაპი ეს არის საპარლამენტო სარჩევნო სია, რომელიც ეტაპობრივად გამჟღავნდება. ეს სია დგება პოლიტსაბჭოს მონაწილეობითა და გადაწყვეტილებით. სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოა, რომელიც წყვეტს სიის შემადგენლობას. მას შემდეგ რაც შედგება შემდეგი მოწვევის პარლამენტი, შემდეგი ეტაპია საპარლამენტო თანამდებობები. საპარლამენტო თანამდებობებიც გადაწყდება შესაბამისად, ისევე როგორც სამთავრობო პოზიციები. ამიტომ აქ არაფერი ისეთი არაა, რაც წინმსწრებად უნდა ითქვას. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არაერთხელ გაუვლია, სათვალავი ამერია მერამდენეჯერ გახდება [„ქართული ოცნება“] საპარლამენტო უმრავლესობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ