შალვა პაპუაშვილი – ანტიკორუფციული ბიუროს, საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით ცვლილებებს, კანონპროექტის სახით, 2 კვირაში სამუშაო შეხვედრაზე წარვადგენთ

ანტიკორუფციული ბიუროს, საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით ცვლილებებს, კანონპროექტის სახით, 2 კვირაში სამუშაო შეხვედრაზე წარვადგენთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტების წარმოდგენის ვადა მიმდინარე პროცესების გამო, ორი კვირით გადაიწევს. პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმება მიიღწევა.
„სამოქმედო გეგმაზე სამუშაო შეხვედრაზე გვქონდა საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულმა პროცესებმა გადაიწია და ჩვენ ორი კვირით ვადები შეთანხმებით გავახანგრძლივეთ. როგორც იცით ჩვენ 2 კვირაში კვლავ გვექნება შეხვედრა ოპოზიციასთან იმავე ფორმატში. იქ უკვე წარვადგენთ კანონპროექტის სახით როგორც ანტიკორუფციულ, ისე საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა სამსახურთან დაკავშირებით ცვლილებებს და გვექნება უკვე კანონპროექტებზე მსჯელობა. ვნახოთ, იმედია შევთანხმდებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა