შალვა პაპუაშვილი ანა ნაცვლიშვილს – მონას ეძახით ადამიანს, არ გრცხვენიათ? – თქვენ საია-ში რა გინდოდათ, ან პოლიტიკაში რა გინდათ, ან სამართალთან გაგივლიათ?

თქვენ ან საია-ში რა გინდოდათ, ან პოლიტიკა რა გინდათ, ან სამართალთან გაგივლიათ?, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც უმრავლესობის წევრების მიმართ ტერმინი „მონები“ გამოიყენა.
ს თქმით, სამარცხვინოა, როდესაც დეპუტატი ადამიანებს მონას ეძახის.
„სამარცხვინო განცხადებები. მონას ეძახით ადამიანს არ გრცხვენიათ საერთოდ? თქვენ ან საია-ში რა გინდოდათ, ან პოლიტიკაში რა გინდათ, ან სამართალთან გაგივლიათ? არც კი გრცხვენიათ ასეთ ტერმინების გამოყენება. აბსოლუტურად სამარცხვინო გამოსვლა იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ვინც სწორ მხარეს დგას, ისტორიაში ჩაიწერება, ხოლო „მონები“ მხოლოდ სტატისტიკაში ჩაეწერებიან.
„ყველა ტკივილი, ყველა მოქნეული ხელკეტი, დრო გავა და იქნება მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ, ამ გადამწყვეტ მომენტში სამშობლოს მხარე აირჩიეთ. თქვენ დარჩებით ისტორიაში. მონები კი ბევრი ყოფილან და საერთო სტატისტიკაში ჩაეწერებიან“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება