შალვა პაპუაშვილი: …ამიტომ ეს კინო, ეს სერიალი, ეს კბილი – არ ვიცი, რა ეპითეტი გამოვიყენო, ეს ყველაფერი უკვე გავლილი გვაქვს

[ოპოზიციური პარტიები არიან] „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები, როგორც მოიხსენია ისინი თავად მიხეილ სააკაშვილმა. ვინ ვინ და, კარგად იცნობს „ნაციონალური მოძრაობის“ ანატომიას, ამიტომ მგონი, ამაში მას უნდა ვენდოთ, იმიტომ რომ ის კარგად ხედავს, ვინ არიან კლონები. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩანს, ვინ არიან კლონები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქართულ ოპოზიციურ სპექტრზე საუბრისას გადაცემა „ღამის კურიერში” განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცალკეული ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნას ცდილობენ. თუმცა, როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ამ ტაქტიკით ოპოზიცია ამომრჩეველს აბნევს, რათა ხმები მიიღონ მათგან, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მისცემს.
„ეს რომ იყოს პირველი შემთხვევა, ჩვენ რომ ვიყოთ მიამიტი საზოგადოება, რომ მართლა შეიძლება შიგნით რაღაც განხეთქილება მოხდა, გაიყვნენ და სხვა პლატფორმები აქვთ, შეიძლება დაგვეჯერებინა, მაგრამ, რაიმე სხვა მოხდა 2016-ში და ამ შუალედებში, როდესაც ხან „ვეროპული საქართველო“ ვითომ ცალკე იყო, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, ჭიაბერაშვილი, უგულავა ახლა ხომ ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან? „სტრატეგია აღამშენებელი“ ხომ გახსოვთ, როგორ გამოეყო და რა ამბები იყო, ახლა ხომ ისევ იქ არის? ამ ყველაფერს ხომ ვხედავთ და მართლა ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში. ამას ყველაფერს საზოგადოება ხედავს, ამიტომ ეს კინო, ეს სერიალი, ეს კბილი – არ ვიცი, რა ეპითეტი გამოვიყენო, ეს ყველაფერი უკვე გავლილი გვაქვს. თან რა ხალხი გველაპარაკება: ვინც პარტიის თავმჯდომარეები და ლიდერები იყვნენ, გვეუბნებიან, რომ მათ არაფერი საერთო აღარ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არის ჩვეულებრივი ტაქტიკა, იმისთვის რომ შეეცადონ, დააბნიონ საზოგადოება, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა წამოიღონ იმ ველიდან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მისცემს.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელოდებით სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რადგან შევინარჩუნეთ მშვიდობა და გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ნაკლებ ვალს იღებს, იზრდება ხელფასები, პენსიები და ა.შ.

ორი წელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ატყუებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება, ყველა ეთერიდან, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ერთ ხმაში გვაბრალებდნენ, რომ “სააკაშვილს ვკლავთ”

მივმართავ უწყებათაშორის კომისიას და ყველა საერთაშორისო აკრედიტებულ სადამკვირვებლო მისიას, „მთავარი არხისგან“ გამოითხოვონ უწყვეტი კადრი, ასევე, პარტიული ტელევიზიების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის და სიცრუის გავრცელების მორიგი ფაქტები აისახოს შესაბამის დასკვნებში

რევოლუციის ჟინით შეპყრობილმა ნაცოპოზიცია საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გამოსავლენ წილისყრებს ნაწილობრივ ბოიკოტს უცხადებს – ეს სამარცხვინო ნაბიჯები შემდგომში უზნეო “ნაცენჯეობის” ე.წ. დასკვნებისთვისაა გამიზნული