შალვა პაპუაშვილი – აკერმანის სახელმძღვანელოს როდესაც ვახსენებდით, ზოგი ირონიით უყურებდა, დღეს ამ სახელმძღვანელოდან დგამენ სხვადასხვა სცენარს, რათა საერთაშორისო აქტორებს თვალწინ დაუდონ

აკერმანის სახელმძღვანელოს როდესაც ვახსენებდით, ზოგი ირონიით უყურებდა ამ საკითხს. დღეს პირდაპირ ვხედავთ, რომ ამ სახელმძღვანელოდან მიყვებიან სცენარს, დგამენ სხვადასხვა სახის სცენებს, რათა შექმნან ვიზუალი და გაიტანონ გარეთ, საერთაშორისო აქტორებს დადგმული სცენები თვალწინ დაუდონ , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად მყოფი რადიკალური „ენჯეოები“ ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება დემოკრატიის გვერდის ავლით“.
„ვხედავთ, არის წინასწარ გაწერილი სცენარები, რომლის მიხედვითაც მოქმედებს რადიკალური „ენჯეობის“ და პარტიების სიმბიოზი. აკერმანის სახელმძღვანელოს როდესაც ვახსენებდით, ზოგი ირონიით უყურებდა ამ საკითხს. დღეს პირდაპირ ვხედავთ, რომ ამ სახელმძღვანელოდან მიყვებიან სცენარს, დგამენ სხვადასხვა სახის სცენებს, რათა შექმნან ვიზუალი და გაიტანონ გარეთ, საერთაშორისო აქტორებს დადგმული სცენები თვალწინ დაუდონ. ეს იმ ძალადობრივი მოქმედებების ნაწილია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან ერთად მყოფი რადიკალური „ენჯეოები“ ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება დემოკრატიის გვერდის ავლით. საზოგადოების რეაგირება ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მშვიდია, მაგრამ ამავე დროს, საკმაოდ მკაცრი უნდა იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია: ჩვენ ვართ უკიდურესად თავდაყირა დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყება, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, ვხედავთ, რომ კვალი პირიქით, ამ გარკვეულ პირებთან მიდის

ელისო კილაძე: ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს