შალვა პაპუაშვილის პირველი კომენტარი საია-ს ოფისში გადაღებულ ფოტოზე

პირველი კომენტარი 2013 წელს საია-ს ოფისში გადაღებულ ფოტოზე  – “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე  ისევ ამტკიცებს, რომ ის და ირაკლი  არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულები არ ყოფილან.

  • ფოტოზე, სადაც პაპუაშვილია წარმოდგენილი ასახულია არასამთვრობო ორგანიზაციების შეხვედრა საია-ს ოფისში.

ფაქტები რომ გავასწოროთ, იმიტომ, რომ ეს თქვენი ფოტო-ვიზულაური ჟონგლიორობა გამოირკვეს, არც პრემიერ-მინისტრი და არც მე არ ვყოფილვართ დასაქმებულები არასამთავრობო ორგანიზაციებში. პრემიერ-მინისტრი იყო საერთაშორისო ორგანიზაციაში, მე – სამთავრობოში. თქვენ იმდენ ფოტოს ნახავთ და იმდენი პროცესი იყო, რომ კონკრეტულად რა იყო, რა უნდა გავიხსენო. ლესინგი იყო ჩამოსული და კონსტიტუციური რეფორმა იყო, სავარაუდოდ”, – განაცხადა პაპუაშვილმა. 

“პირველების” ჟურნალისტმა პაპუაშვილს ჰკითხა, იყო თუ არა მისი საქმიანობა უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება, რა ბრალდებასაც ახლა “ოცნება” მესამე სექტორს უყენებს და გრანტების კანონშიც სწორედ ამ მიზნით შეაქვს ცვლილებები:

სააკაშვილს სულ არ სჭირდებოდა ენჯეოშნიკობა, რომ უცხო ქვეყნის ინტერესები გაეტარებინა. გახარიას სულ არ სჭირდება ენჯეოშნიკობა, რომ უცხო ქვეყნის ინტერესები გაატაროს. 

ქართულმა სახელმწიფომ არათუ მაგიდა და კარი, არამედ გული და სული გაუღო უცხოელ პარტნიორებს, ქვეყნებს და სახელმწიფოებს, რომ ჩვენი ქვეყნის მოწყობის თანამონაწილე გავხადეთ. ელჩების დონეზე იყო ჩართულობა შიდა საკანონმდებლო პროცესში. ამ დონეზე გავუღეთ კარი, ამ დონეზე ვაჩვენეთ მეგობრობა, მაგრამ ვიღაცეებმა ეს გაიგეს, როგორც დაქვემდებარება და მორჩილება და ღამოჩნდა, რომ ეს ჩვენი გულღიაობა, ის რომ ჩვენ შემოვუშვით ჩვენს ოჯახში და სიტყვა ვათქმევინეთ, დაიწყეს და ჩვენი ოჯახის წევრებიდანვე, ასე რომ შევადაროთ, ანუ ქართული ორგანიზაციებით გამოყენება იარაღად ჩვენივე ქვეყნის წინააღმდეგ.

ბოდიში მოგვითხოვია ყველასთან, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობის ბრძოლის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენ დამოუკიდებლობისდ ათმობა არაფრის ფასად არ გვინდა”, – აცხადებს პაპუაშვილი. 

 

ასევე დაგაინტერესებთ