ს თქმით, ვენეციის კომისია “გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად”

სადავო პარლამენტის სპიკერი , მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად, დღეს, 8 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა -ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის გასვლას 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, მათ შორის ვენეციის კომისიიდან.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, “ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკურ იარაღად ქვეყნების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ქვეყნებს თავს მოახვიონ სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე სხვადასხვა ინსტრუმენტები თუ ინსტიტუტები”, რაც, მისი სიტყვებით, კარგად გამოჩნდა საქართველოსთან მიმართებითაც, როდესაც “ნაცვლად სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებებისა”, კომისია იღებდა “პოლიტიკურ დასკვნებსა და მოსაზრებებს”.
“ჩვენთვის, როგორც [ევროსაბჭოს] წევრი სახელმწიფოსთვის, შემაშფოთებელია, რომ ვენეციის კომისიამ შეიცვალა საკუთარი პროფილი და იმ პროფესიული, სამართლებრივი დასკვნების შედგენის ნაცვლად, რაც იყო პატივცემული და მნიშვნელოვანი ყველა ქვეყნისთვის, გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად, რომელიც დგება პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, დებს სხვადასხვა დასკვნებს და დღეს ეს დაადასტურა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც დატოვა ვენეციის კომისიის წევრობა, როგორც ევროსაბჭოს არაწევრმა ქვეყანამ… თან დატოვა ამ დასაბუთებით, რომ ეს არის უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაცია. ეს, რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენს მოსაზრებას, რომ ვენეციის კომისია აცდენილია იმ თავდაპირველ მისიას, რომელიც ჩადებული იყო მასში”, – თქვა პაპუაშვილმა.
ტოვებს 66 საერთაშორისო ორგანიზაციას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 იანვარს ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის გასვლას 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან. მათ შორის ტოვებს ვენეციის კომისიასაც – კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს.
თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ამ ორგანიზაციების წევრობა აღარ ემსახურება აშშ-ის ინტერესებს.
66 ორგანიზაციიდან 31 გაეროს ეგიდით საქმიანობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ 7 იანვარს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს 66 ორგანიზაცია მიიჩნია ზედმეტად, არასაჭიროდ, არამომჭირნედ და ცუდად მართულად, ისინი ექვემდებარებიან ინტერესებს სუბიექტებისა, რომლებიც დაკავებული არიან საკუთარი, ამერიკულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მყოფი დღის წესრიგის წინ წაწევით ან საფრთხეს უქმნიან შეერთებული შტატების სუვერენიტეტს, თავისუფლებას და კეთილდღეობას.
სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე გრძელდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შემოწმებაც.
აშშ ვენეციის კომისიის წევრი იყო 2003 წლიდან და მოქმედებდა იმ რამდენიმე სახელმწიფოს მსგავსად, როგორებიცაა, მაგალითად, კანადა, მექსიკა და სამხრეთი კორეა, რომლებიც არ არიან ევროსაბჭოს წევრები. საქართველო ევროსაბჭოს წევრია 1999 წლიან.
აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი. მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში “შემაშფოთებლად” შეაფასა აშშ-ის სურვილი კომისიიდან გასვლის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის მთავრობა “გადახედავს და შეცვლის გადაწყვეტილებას”, ვინაიდან, მისი შეფასებით, “ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია მაშინ, როდესაც კანონის უზენაესობა მსოფლიოს მასშტაბით დაცვას საჭიროებს”.
რა არის ვენეციის კომისია
სრული სახელია „ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“.
მოკლედ „ვენეციის კომისიას“ უწოდებენ, რადგან პირველი შეხვედრა ვენეციაში გაიმართა და პლენარული სესიებიც ყოველწლიურად ამავე ქალაქში იმართება.
ის არის კონსტიტუციურ საკითხებში ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს, CoE-ს) დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო. როგორც ხშირად უწოდებენ, ევროსაბჭოს უმაღლესი საკონსტიტუციო ორგანო.
მისი ამოცანაა, დაეხმაროს, კონსულტაციები გაუწიოს ცალკეულ ქვეყნებს კონსტიტუციურ საკითხებში, რათა მათი დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარდეს.
თუმცა მისი დასკვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა.
ვენეციის კომისია მუშაობს კონსტიტუციების პროექტებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ასევე სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივაზე.
კომისიას აკომპლექტებენ სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების ექსპერტები.
კომისია ითვლის 61 წევრ ქვეყანას – მათ შორის, ევროსაბჭოს 46 და სხვა 15 ქვეყანას.
წევრი სახელმწიფოა საქართველოც.
2023 წელს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა, რეიკიავიკის დეკლარაციის მეშვეობით, აიღეს ვალდებულება, გაეძლიერებინათ ვენეციის კომისია და აემაღლებინათ მისი ცნობადობა.
ვენეციის კომისია და საქართველო
ვენეციის კომისიას არაერთი კრიტიკული დასკვნა აქვს გამოქვეყნებული “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებზე, ერთ-ერთი ბოლო მწვავე დასკვნა შეეხებოდა უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს (ქართული FARA), გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონზე.
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია “აგენტების კანონთან” დაკავშირებით ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვაში მესამე მხარედაც ჩაერთო და სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
6 იანვარს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისგან მოითხოვა მოსაზრება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლსა და სხვა დაკავშირებულ კანონებში ბოლოდროინდელ ცვლილებებთან დაკავშირებით. დასკვნის პროექტის განხილვა და მიღება ვენეციის კომისიის შემდეგ პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი (2026 წლის 6-7 მარტი).
ვენეციის კომისიის დასკვნებს ხშირად ციტირებენ არა მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნები, – ან ქვეყნები, რომელთაც სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება სურთ, – არამედ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო და სხვა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს