შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ინაუგურაციის შემდეგ, ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ინაუგურაციის შემდეგ, ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, სალომე „ზურაბიშვილმა დღეს უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის და მისი პირადი ფუფუნების საგანი არ არის“.
„ეს შენობა სალომე ზურაბიშვილისთვის მემკვიდრეობით არავის გადაუცია, ქართველ ხალხს და მის პრეზიდენტს ეკუთვნის. დღეს, ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი აღარ იქნება და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. დღეიდან ქალბატონმა სალომემ უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის და მისი პირადი ფუფუნების საგანი არ არის. დარწმუნებული ვარ, ის ასეც მოიქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ ღია რჩევებს და სურვილებს სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან, რომ ამა თუ იმ შენობაში გამაგრდნენ. არასერიოზულია ამაზე საუბარი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)