შალვა პაპუაშვილის გამოსვლა იყო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის გამოსვლა

12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში პარლამენტის ჩართულობა გაცილებით დიდი იყო, რადგან რეკომენდაციების შინაარსიდან გამომდინარეობდა ეს ყველაფერი და ამასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა შალვა პაპუაშვილმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, პაპუაშვილის გამოსვლა იყო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის გამოსვლა.
„ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რომ 40 წუთის განმავლობაში ის შეძლებისდაგვარად ყველა საკითხს შეეხო. მან სწორად მიმოიხილა პარლამენტის მუშაობა, სტატისტიკისა და შინაარსობრივ დონეზე და ასევე პოლიტიკური ვითარებაც შეაფასა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის მიერ მიღებული 600 კანონიდან ვერცერთს დაასახელებენ, რომელიც ქვეყნისა და ხალხის საჭიროებაზე არ იყო მორგებული.
„რაც შეეხება სტატისტიკას რომ ვეძახით ჩვენ და დემაგოგიის საშუალება ეძლევათ ოპონენტებს – მერე რა, რომ მიიღეთ 600-ზე მეტი კანონი, ხალხის საჭიროება? რომელი იყო ხალხის საჭიროება? – ეს კითხვა რომ არ დაისვას, მოდით, მათ ვკითხოთ და აქედან დავუტოვებ მათ არარიტორიკულ შეკითხვას. ამ 600-ზე მეტი კანონიდან რომელი არ იყო ხალხისა და ქვეყნის საჭიროებაზე მორგებული? ერთი კანონი დაასახელონ, 600-ზე მეტი კანონიდან რომელი იციან, რომელი არ იყო ქვეყნის და ხალხის საჭიროებებზე მორგებული. პირველივე გამომსვლელ ოპონენტს რომ ჰკითხოთ, მათი დემაგოგიის მიუხედავად, ისინი ვერცერთ კანონს ვერ დაგისახელებენ, რომელიც არ იყო მორგებული ქვეყნისა და ხალხის საჭიროებაზე, არჩევანი და სპექტრი დიდია, 600-ზე მეტი კანონი გვაქვს საანგარიშო პერიოდში მიღებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, „მართლაც სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ, როდესაც ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე, რომელიც არის ოპოზიციის დღის წესრიგის 99-პროცენტიანი საფუძველი“.
„ერთი პროცენტი შეიძლება, რაღაც სიმართლე გაიგონ, რაზეც 99 პროცენტს ტყუილს აგებენ. ან უხშირეს შემთხვევაში, ასივე პროცენტი ტყუილია. ასეთი მაგალითები გვაქვს მაგალითად საუკუნის აფიორის სახით, როდესაც ამერიკულო კანონის პირდაპირ თაგმანსაც კი დაარქვეს რუსული კანონი და დღესაც იმეორებენ როგორც ტელევიზიები, მათი ჟურნალისტები, ასევე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი კლასტერის, განშტოებების წარმომადგენლები. ჯიუტად იმეორებენ ამერიკულ კანონზე, რომ ეს იყო რუსული კანონი. მათ შორის პოლარიზაციის გასაღრმავებლად.
შალვა პაპუაშვილმა აბსოლუტურად სწორად აღნიშნა, თარიღებზეც კი დავობენო. საუკუნოვან, მათ შორის საეკლესიო თარიღებზე. ცდილობენ, რაღაც პოლარიზაციის ტალღა იყოს მოსახლეობაში. ყველაფერში ასეთი დამაკნინებელი ფორმებით ცდილობენ, რომ იბრძოლონ, რათა საზოგადოება ორად გაიხლიჩოს და მოწყვლადი იყოს საზოგადოება დეზინფორმაციის მიმართ. ჩვენ გვაქვს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები, მაგრამ ეს გამოწვევაც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის.
ერთხელ, ჩვენს ერთ ოპოზიციონერ კოლეგას ვკითხე პარლამენტში, რომ არ ყოფილიყო ის მოგონილი ტურბულენტობები, რაც 2020 წლიდან ოპოზიციამ იკადრა, არ ყოფილიყო ის საბოტაჟი, აქციები, მოგონილო აქციები, რუსული კანონის ძახება, ეს ყველაფერი რომ მოვაშოროთ გასულ სამ წელს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაცილებით წინ იქნებოდა თუ არა. როცა ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ამ პირობებში მოვახერხეთ, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად წინ ვიქნებოდით დღევანდელთანაც კი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი