შალვა ოგბაიძე – დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის სრულყოფის პროცესი დაწყებულია

დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის სრულყოფის პროცესი დაწყებულია, აქტიურ ფაზაშია და გეგმაზომიერად მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ანგარიში მოისმინეს და თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
„სატრანსპორტო პოლიტიკა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.
მისივე თქმით, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების, სრულყოფის და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიმართულებით წელსაც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა.
„რა თქმა უნდა, რეფორმას თან ახლავს გარდამავალი და საადაპტაციო პერიოდისათვის დამახასიათებელი სირთულეები, თუმცა უმთავრესია ის, რომ სისტემის სრულყოფის პროცესი დაწყებულია, აქტიურ ფაზაშია და მიმდინარეობს გეგმაზომიერად, რასაც თუნდაც ისეთი ღონისძიებები მოწმობს, როგორებიცაა: 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, მეტროს ვაგონების განახლება თუ მიმდინარე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორცშესხმა და სხვა.
ეს ყოველივე ერთობლიობაში მიუთითებს, რომ ტრანსპორტის განვითარება, დედაქალაქის მაცხოვრებელთა სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი გადაადგილება კვლავაც დედაქალაქისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება დედაქალაქისთვის“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
შალვა ოგბაიძის განცხადებას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს