შალვა ნათლაშვილი: როდესაც სპორტული და ბიზნეს მაფია პოლიტიკურადაც გადაეჯაჭვება ერთმანეთს, იმ ქვეყანაში ხალხის ადგილი აღარ რჩება

ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სალომე სიმონიას ფეისბუქ-პოსტს აზიარებს და წერს:
,,აი როდესაც სპორტული და ბიზნეს მაფია პოლიტიკურადაც გადაეჯაჭვება ერთმანეთს, იმ ქვეყანაში ხალხის ადგილი აღარ რჩება“.
სალომე სიმონია:
,,ზაზა ფაჩულიას ბიზნეს პარტნიორები და წილები კომპანიებში:
ზაზა ფაჩულიას ბიზნეს პარტნიორია ქართული ოცნების მილიონერი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რომელიც ქვეყნის ყველაზე ღარიბი რაიონების ყველაზე მდიდარი დელეგატია. ის 2-ჯერ ნაცების, 3-ჯერ ქოცების დეპუტატი გახლდათ. ნაცებს 120 000 ლარი შესწირა, ქოცებს – 220 000 ლარი.
უფრო მეტი ენუქიძის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომენტარში.
ფაჩულია ენუქიძესთან ერთად ფლობს შპს მარნეული ალმონდს-ის წილს. კომპანიის დირექტორი გოჩა ენუქიძის ქალიშვილია.
კომპანია 2021-2024 წლებში სხვადასხვა აგროპროგრამებიდან 341 851 ლარით დაფინანსდა. სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“-დან 633 000 ლარზე მეტის დაფინანსება მიიღო ბიუჯეტიდან.
“მარნეული ალმონს“ მარნეულში 125 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის ბაღებს ფლობს, საიდანაც 32 ჰა სახელმწიფომ ადგილობრივებს წაართვა და მათ კომპანიას იჯარით გადასცა. (2022 წელს, ამასთან დაკავშირებით, მოსახლეობა აქციებსაც მართავდა)
ზაზა ფაჩულია ფლობს „სიონი ლეიქ რესორთ & სპა-ს“ 50%-იან წილს, ივლიანე წულაიასთან ერთად. კომპანია თიანეთში, სიონის წყალსაცავის მიმდებარედ, 16 ჰექტარზე აშენებს მრავალფუნქციურ კომპლექსს.
ივლიანე წულაია კახა კალაძის მეჯვარე, შვილის ნათლია და ყოფილი პარლამენტარია. წულაიას, მის მეუღლეს და დას, ჯამში 260 000 ლარი აქვთ ოცნებისთვის შეწირული.
ზაზა ფაჩულიამ, 2019 წელს, ივლიანე წულაიას კომპანიის, “არქის” წილი შეისყიდა და თანამფლობელი გახდა.
———————————————————————
ზაზა ფაჩულია გამარჯვების ორდენზე წარადგინეს სთან ერთად, რასაც ზაზა ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ ხალხიც იმსახურებს სიმართლეს მისი საქმიანობის და იმ დუმილის მიზეზების შესახებაც, როცა მის გულშემატკივარს “ქართული ოცნება” სცემდა, წამლავდა, ასისხლიანებდა, იჭერდა და მომავალს ართმევდა.”

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა