შალვა ნათელაშვილის წერილი დონალდ ტრამპს

ლეიბორისტული პარტიის შალვა ნათელაშვილი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილით მიმართავს:
,,ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტა მის აღმატებულებას დონალდ ტრამპს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. ძვირფასო პრეზიდენტო, ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას ამერიკელი ხალხისა და პირადად თქვენი აღმატებულებისადმი. თქვენმა აქტიურმა საქმიანობამ გამოაცოცხლა მსოფლიო პოლიტიკა, რაც აუცილებლად წაადგება დიადი ამერიკის მომავალს. შევიტყვეთ თქვენს მნიშვნელოვან მორიგ ინიციატივაზე, სირიისათვის სანქციების მოხსნის შესახებ ამასთან დაკავშირებით გვინდა ჩაგაყენოთ საქმის კურსში, რომ ამ ქვეყნის, წინა ამჟამად დამხობილმა ასადის მთავრობამ, მოსკოვის მითითებით, თავის დროზე აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა. უდიდესი იმედი გვაქვს, რომ სანქციების გაუქმებამდე, სირიის მოქმედი მთავრობა უკან წაიღებს ამ უკანონო აღიარებას, რაშიც გვაქვს მოკავშირე ამერიკისა და პირადად თქვენი უდიდესი იმედი. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას.
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. შალვა ნათელაშვილი“

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)