არსებული ინფორმაციით, ჯემალ ანანიძე მარტო იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მიიღო ინსულტი და სამზარეულოში წაქცევისას თავის არეში დაზიანება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ინფორმაციით, დეპუტატ ჯემალ ანანიძეს ორი დღის წინ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„ჩვენი საპარლამენტო გუნდის წევრის, ჯემალ ანანიძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სოციალური ქსელით სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება.
ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, ჯემალ ანანიძე მარტო იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მიიღო ინსულტი და სამზარეულოში წაქცევისას თავის არეში დაზიანება.
სამაშველო სამსახურს მოუწია ჩაკეტილი ბინის გახსნა მის გამოსაყვანად.
ორი დღის წინ ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
ეს არის ის ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე ოჯახს და ჩვენ გვაქვს.
გთხოვთ, თავი შეიკავოთ ნებისმიერი სხვა სახის სპეკულაციური ინფორმაციების გავრცელებისგან“, – წერს შალვა კერესელიძე.




