შალვა კერესელიძე: ხელისუფალი დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად საკუთარ ხალხზე უნდა ზრუნავდეს და არა არაბებზე, ირანელებზე თუ სხვა რჯულის ადამიანებზე მიწების თუ სხვადასხვა ქონების გასხვისებით იყოს დაკავებული

მაშინ, როდესაც საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები ეროვნულ პრობლემად არის ქცეული, ჩვენი მოქალაქეები სიდუხჭირის გამო, საკუთარ სამშობლოს ტოვებენ და თავის გადასარჩენად მიდიან ემიგრაციაში, კატასტროფულადაა შემცირებული შობადობა, გაზრდილია სიკვდილიანობა, ფიქსირდება ბუნებრივი მატების მკვეთრი კლება, ვფიქრობ, ასეთ დროს ხალხზე მზრუნველი ხელისუფალი ქვეყნის დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად, საკუთარ ხალხზე უნდა ზრუნავდეს და მკაცრი დემოგრაფიული პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებაზე უნდა ფიქრობდეს, – ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მან პრემიერს მიმართა კითხვით, იღებს თუ არა სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ „პაკისტანიდან, ირანიდან, ინდოეთიდან, არაბული ქვეყნებიდან და სხვა სახელმწიფოებიდან შემოსული ლეგალური თუ არალეგალური მოქალაქეები, ქვეყნისთვის და მოქალაქეებისათვის არ გახდებიან ქვეყნის უსაფრთხოების, შრომის ბაზრის და დემოგრაფიული სტაბილურობის საფრთხე“.

„მაშინ, როდესაც საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები ყველა მაჩვენებლების მიხედვით ეროვნულ პრობლემად არის ქცეული, ჩვენი მოქალაქეები სიდუხჭირის გამო, საკუთარ სამშობლოს ტოვებენ და თავის გადასარჩენად მიდიან ემიგრაციაში, კატასტროფულადაა შემცირებული შობადობა, გაზრდილია სიკვდილიანობა, ფიქსირდება ბუნებრივი მატების მკვეთრი კლება, ხალხისგან სრულად დაიცალა 200 სოფელზე მეტი, ხოლო ერთი მაგდენი სოფელია, სადაც თითო-თითო კაცი თუ ცხოვრობს და სახეზე გვაქვს ერის გადაბერება, რომელიც დემოგრაფიული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან სახიფათო მასშტაბებს იძენს, ვფიქრობ, ასეთ დროს ხალხზე მზრუნველი ხელისუფალი ქვეყნის დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად, პირველ რიგში, საკუთარ ხალხზე უნდა ზრუნავდეს და მკაცრი დემოგრაფიული პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებაზე უნდა ფიქრობდეს და არა არაბებზე, ირანელებზე თუ სხვა რჯულის ადამიანებზე ეროვნული და საზოგადოებრივი დანიშნულების მიწების თუ სხვა და სხვა ქონების გასხვისებით იყოს დაკავებული და ასევე გაურკვეველი წარმოშობის მიგრანტების საქართველოში ჩამოსახლების ნებართვის მიცემაზე და მათ ყოფით პირობებზე ფიქრობდეს.

თქვენ იღებთ თუ არა სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ პაკისტანიდან, ირანიდან, ინდოეთიდან, არაბული ქვეყნებიდან და ა.შ შემოსული ლეგალური თუ არალეგალური მოქალაქეები ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისათვის არ გახდებიან ქვეყნის უსაფრთხოების, შრომის ბაზრის და დემოგრაფიული სტაბილურობის საფრთხე. ამას რატომ გეკითხებით იცით? სხვადასხვა სექტორში დასაქმებული მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად თუ არალეგალურად მუშაობენ, ჩვენს მოქალაქეებს სამუშაო ადგილებს ართმევენ და როგორც იაფი მუშა ხელი, აძევებენ საქართველოს შრომის ბაზრიდან და მკვიდრი საქართველოს მოქალაქეების ადგილს თავად იკავებენ. ამის ნათელი მაგალითია გაზრდილი ემიგრაცია და თუნდაც დედაქალაქში მშენებლობის, მომსახურების თუ სხვა ბიზნეს სექტორები, სადაც უკვე დასაქმებულების უმრავლესობას ლეგალური თუ არალეგალური მიგრანტები წარმოადგენენ“, – განაცხადა კერესელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ