შალვა კერესელიძე – ამ ტრიბუნიდან გაიძახდა ხოლმე, ჯარისთვის ფულის მოპარვა დანაშაულიაო, სინამდვილეში, თვითონ, ეროვნულ ღირებულებებს ამოფარებული და ჯუანშერა ბურჭულაძე, ერთად ძარცვავდნენ სამხედრო ბიუჯეტს

ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტრიბუნიდან ხმამაღლა გაიძახდა ხოლმე, რომ ქართველი ჯარისთვის ფულის მოპარვა მიუღებელი და დანაშაულიაო. ასეთი ქმედებების ჩამდენ ადამიანებს კეზერაშვილთან აიგივებდა. სინამდვილეში, თვითონ პატრიოტიზმს და ეროვნულ ღირებულებებს ამოფარებული და ვინმე თავდაცვის მინისტრად წოდებული ჯუანშერა ბურჭულაძე, ერთად ძარცვავდნენ და პარსავდნენ სამხედრო ბიუჯეტს, – ამის შესახებ „გახარია-საქართველოს“ წევრმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქართველ კაცისთვის შეურაცხყოფაა იმის მტკიცება, რომ დედა დედაა და მამამ მამაა, ეს კი იმ ყოფილი პრემიერის სიტყვებია, რომელიც ახლა „ქართულ ოცნებას“ დასაჭერად ჰყავს გამზადებული“.
„სიკვდილიანობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა შობადობის მაჩვენებელს. გაყოფილია ქართული ოჯახები და ქვეყნიდან გაედინება თაობა, რომელსაც ქვეყნის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია და ქართული გენოფონდის გამრავლება ძალუძს. ყველაფერმა ამან ეტაპობრივად გამოიწვია ქართული მოსახლეობის ხვედრითი წილის შემცირება, 200-მდე სოფელი დაიცალა, თითო-ოროლა კაცი თუ არის დარჩენილი, ისინიც მოხუცები, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც თამამად ამბობს, რომ დედა დედაა, მამა მამა, რაც ჩემი აზრით, ქართველი კაცისთვის ამის მტკიცება შეურაცხყოფაა. დიახ, ეს იმ „ყოჩაღი“ ღარიბაშვილის სიტყვებია, რომელიც მექრთამეობის და დიდძალი ოდენობის ფულის მოპარვის გამო დასაჭერად გყავთ გამზადებული. დიახ, ეს ის ღარიბაშვილია, რომელიც სწორედ კორუფციის გამო გაათავისუფლეთ დაკავებული თანამდებობიდან. კორუფციის გამო გათავისუფლებული პრემიერ-მინისტრი, რომელიც მეორედ მობრუნდა და მოაბრუნეთ, აქ, ამ დარბაზში, ამ ტრიბუნიდან ხმამაღლა გაიძახდა ხოლმე, რომ ქართველი ჯარისთვის ფულის მოპარვა მიუღებელი და დანაშაულიაო. ასეთი ქმედებების ჩამდენ ადამიანებს კეზერაშვილთან აიგივებდა. სინამდვილეში, თვითონ – პატრიოტიზმს და ეროვნულ ღირებულებებს ამოფარებული და ვინმე თავდაცვის მინისტრად წოდებულ ჯუანშერა ბურჭულაძე, ერთად ძარცვავდნენ და პარსავდნენ სამხედრო ბიუჯეტს. ასევე, ინფრასტრუქტურაში საბავშვო ბაღების და სკოლების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილ თანხას იპარავდნენ“, – განაცხადა კერესელიძემ.