შალვა თადუმაძე – მართლმსაჯულებაში არანაირი კლანური მმართველობა არ არსებობს, ხარვეზები კი ყველა ქვეყანაშია – „ვეტინგი“ კლასიკურად არის შემოწმების მექანიზმი, მაგრამ საქართველოში არის განსასჯელების სასამართლოზე ანგარიშსწორება

არანაირი კლანური მმართველობა არ არსებობს. მართლმსაჯულების საკითხში ყველა ქვეყანაში არსებობს ხარვეზები და პრობლემები – „ვეტინგი“ კლასიკურად არის შემოწმების მექანიზმი, მაგრამ საქართველოში არის განსასჯელებისა და მსჯავრდებულების სასამართლოზე ანგარიშსწორება, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ შალვა თადუმაძემ ე.წ “ვეტინგის” სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს მოთხოვნა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ასეთი მექანიზმი არსებობდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეები თავიანთი განსასჯელების წინაშე წარდგნენ და “ანგარიშები აბარონ”.
არანაირი კლანური მმართველობა არ არსებობს. მართლმსაჯულების საკითხში ყველა ქვეყანაში არსებობს ხარვეზები და პრობლემები, მსგავსი კატეგორიის პრობლემები ჩვენთანაც არსებობს. ყოველდღიურად სხვადასხვა უწყებები, მათ შორის იუსტიციის საბჭო კოორდინირებულად მუშაობს, რომ ეს ხარვეზები გამოსწორდეს და მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი გახდეს.
ვეტინგი კლასიკურად არის შემოწმების მექანიზმი, მაგრამ საქართველოში არის განსასჯელებისა და მსჯავრდებულების სასამართლოზე ანგარიშსწორება. ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ჩემი და კოლეგების შემოწმებას ფიქრობს, რაღაც პერიოდის წინ ან ჩემი განსასჯელები იყვნენ, ან ჩემი მსჯავრდებულები.
მე არაფერ ვმალავ, ყოველწლიურად ვავსებ დეკლარაციას, ხანდახან მაჯარიმებენ, შემდგომ ამ ჯარიმას სასამართლოში ვასაჩივრებ და ვიგებ ამ საქმეს, მაგრამ ყველაფერი, რაც ჩემს და ჩემი ოჯახის წევრების ქონებას შეეხება, თვალსაჩინოა.
მე ვიცი მოთხოვნა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ასეთი მექანიზმი არსებობდეს და არა, რომ კონკრეტული მოსამართლეები წარდგნენ თავიანთი განსასჯელების წინაშე და ანგარიში ჩააბარონ”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით