შაკო მესხი ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

აბუ-დაბი შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი შაკო მესხმა მოუტანა(44 კგ). ქართველმა მებრძოლმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შაკო მესხმა ფინალი ინგლისელ პადი ორაჰილთან დათმო.
ქართველი მებრძოლები ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ