შაკირას მშობლიურ ქალაქ ბარანკილიაში მისი ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს.
6.5-მეტრიანი სკულპტურა კოლუმბიელი მომღერლის პოპულარული სიმღერის, Hips Don’t Lie-ს ვიდეორგოლში გამოყენებული საცეკვაო ილეთის პოზაში დგას.
ქანდაკების გახსნის ცერემონიას ბარანკილიას მერთან ერთად შაკირას მშობლებიც დაესწრნენ. მომღერალმა საკუთარ Instagram-გვერდზე ძეგლთან მდგარი მშობლების ფოტოც გამოაქვეყნა.
შაკირამ ნამუშევრის ავტორს, ინიო მარკესსა და მის სტუდენტებს ბრინჯაოს ქანდაკების შექმნისას გამოვლენილი “უზარმაზარი მხატვრული ნიჭისთვის” მადლობა გადაუხადა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/imereti-09-1920x1024-1-300x160.jpg)