შაკირამ სასამართლოში გარიგების მიღწევით შესაძლო სამწლიანი პატიმრობა თავიდან აიცილა

კოლუმბიელმა პოპ-ვარსკვლავმა შაკირამ გადასახადების გადაუხდელობის საქმეზე, შეთანხმებას მიაღწია, რის შედეგადაც დამატებითი სასამართლო პროცესი აღარ გაიმართება. საქმე ეხება 2012-2014 წლებში, 14,5 მილიონი ევროს ოდენობით ესპანეთის საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობას. მომღერალი ამტკიცებს, რომ საშემოსავლო გადასახადი პირადი მიზეზების გამო ვერ გადაიხადა.
გარიგების ფარგლებში, ის დათანხმდა ბრალს და ჯარიმის გადახდას, რაც დავალიანების ნახევარს, 7,3 მილიონ ევროს აჭარბებს.
შაკირა ასევე დათანხმდა დამატებით 438,000 ევროს ოდენობის ჯარიმას, რათა თავიდან აიცილოს სამწლიანი პატიმრობა, განაცხადა მოსამართლემ საქმის პირველ სხდომაზე.
“გარიგების დადების ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია პირადი, ემოციური და სენტიმენტალური მიზეზებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ იურიდიულ (მიზეზებთან)”, – თქვა შაკირამ, ესპანეთის საკომუნიკაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და დასძინა, რომ ის მზად არის დაიცვას თავისი უდანაშაულობა, თუმცა მის პრიორიტეტად კარიერა და შვილები რჩება.
”მივედი დასკვნამდე, რომ მოგება არ არის გამარჯვება, თუ ფასი ისაა, რომ ისინი ცხოვრების ამდენ წელს წაგართმევებნ“, – თქვა პოპვარსკვლავმა.
სხდომაზე, სადაც საპოროცესო გარიგება შედგა, პოპვარკსვლავი სასამართლოს შენობასთან შეკრებილმა გულშემატკრივებმა შეაცილეს.

ასევე დაგაინტერესებთ