განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება იგეგმება.
მისი თქმით ღარიბაშვილს ჩამორთმეული აქვს პასპორტი, მის სახლთან სუს-ის მანქანები ოპერირებს და აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა.
ირაკლი შაიშმელაშვილმა ფულის გათეთრების საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლოს კვალი “სოფელ ჭორვილაში მივა”.
კვალი მივა სოფელ ჭორვილაში. მსგავსი მასშტაბის ვინ გაბედავს, რომელი აიღებდა საკუთარ თავზე, ვერცერთი ვერ აიღებდა. ღარიბაშვილის დაჭერა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ბიჭებს როგორც აქვთ შიდა წყაროებში, კი ბატონო, იგეგმება და მათ შორის, ლილუაშვილის, უბრალოდ დროის ფაქტორია როდის გააკეთებენ ამას და რა მეთოდით გააკეთებენ, ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, რიგში რომ დგას ღარიბაშვილი, პასპორტები რომ ჩამორთმეული აქვთ ერთსაც და მეორესაც, ქვეყნიდან გასვლის უფლება არ აქვთ და ფაქტობრივად შინაპატიმრობაში იმყოფებიან, მათ სახლებთან სუს-ის მანქანები ოპერირებს, კამერები დაუყენეს, გადაზეტეს. მასეთ ყოფას, სამოქალაქოზე ცხოვრებას, ერქვათ პატიმარი და ციხეში იყვნენ ეგ ჯობია, ვიდრე მათ ყოფას, რა ყოფაშიც ეგენი ცხოვრობენ,” – განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.