შაიშმელაშვილი სირაძე-კუპატაძეზე: ისე არიან სისტემაში, გომელაურს, ივანიშვილს ბოლომდე მიყვებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, ფორმულას ეთერში თქვა, რომ საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე “შეძლება რაღაც საკითხებს არასწორად თვლიან, მაგრამ ამ სისტემაში უკვე გარეულები არიან”.
“ორივე განათლებული პიროვნებაა, სისტემა დღეს ასე არის მოწყობილი, ამ ერთი კაცის ირგვლივ გაერთიანდნენ და მიჰყვებიან სამარეში ბოლომდე. შეიძლება ვაჟაც და თემურიც რაღაც საკითხები თვლიდნენ, რომ არასწორია, მაგრამ უკვე ისე არიან ამ სისტემაში გარეულები, რომ ასე ვთქვათ, ჩაყოლილები არიან, მიჰყვებიან ბოლომდე გომელაურსაც და ივანიშვილსაც, გომელაური ივანიშვილს და ამით ინარჩუნებენ”, – თქვა შაიშმელაშვილმა.